დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ პროექტების შერჩევის მიზნით საერთო კრებები გაიმართა
25-01-2019, 13:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიმდინარე წლის 22-24 იანვარს დუშეთის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, საერთო კრებები გაიმართა. კრებებში მონაწილეობდა უკანაფშავის, მაღაროსკარის, ჟინვალის, ფასანაურის, ანანურის, ბაზალეთის, გუდამაყრის, ლაფნაანთკარის და მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულების 124 სოფლის მოსახლეობა.

 


კრებებზე განიხილეს და შეარჩიეს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობის მიერ ინიცირებული პროექტები. სოფლის მოსახლეობამ პრიორიტეტებსა და საჭიროებებზე მსჯელობის შედეგად, გააკეთა არჩევანი, თუ როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის განკუთვნილი თანხა.

 


შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი, მერის მოადგილე ზაქარია ხეხელაშვილი და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები.

 


ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი