პრეზიდენტი ტრამპი დანებდა პოლიტიკურ ზეწოლას დროებით დაასრულოს აშშ-ის ისტორიაში მთავრობის ყველაზე ხანგრძლივი დახურვა
26-01-2019, 09:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დანებდა პოლიტიკურ ზეწოლას დაასრულოს შეერთებული შტატების ისტორიაში მთავრობის ყველაზე ხანგრძლივი დახურვა, თუმცა დროებით. 35 დღის შემდეგ მან მხარი დაუჭირა ფედერალური სააგენტოების სამი კვირით დაფინანსებას, მაგრამ ის არ მოიცავს არც ერთ ცენტს იმ თანხების, რასაც პრეზიდენტი აშშ-მექსიკის საზღვრის კედლის ასაშენებლად მოითხოვდა.

 


მანამდე „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტი იქადნიდა, რომ ნებისმიერ ბიუჯეტზე იტყოდა უარს, თუკი მასში ჩადებული არ იქნებოდა 5.7 მილიარდი აშშ დოლარი, რომელიც მისი წინასაარჩევნო კამპანიის დაპირების - აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების - საშუალებას მისცემდა. მაგრამ ტრამპმა თავისი წინადადება ვერ გაიტანა, რადგან 2018 წლის ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგ კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში უმრავლესობა „დემოკრატებმა“ მოიპოვეს და ისინი კი, ტრამპის ამ იდეის განხორციელრბის კატეგორიული წინააღმდეგები არიან.

 


პარასკევს, მოგვიანებით, სენატმა და წარმომადგენლობითმა პალატამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი კანონპროექტს მთავრობის დახურვის დროებითი შეწყვეტის თაობაზე, რის შემდეგაც პრეზიდენტმა ტრამპმა მას ხელი მოაწერა, რითაც მან კანონის საბოლოო სახე მიიღო.

 


კონგრესში კენჭისყრის შემდეგ ტრამპმა „თვითერზე“ დაწერა, რომ მისი გადაწყვეტილება „არც ერთ ვარიანტში დათმობა“ არ იყო და ეს განპირობებული იყო „იმ მილიონობით ადამიანზე მზრუნველობით, რომელთაც მთავრობის დახურვამ დარტყმა მიაყენა“.

 


რა განაცხადა პრეზიდენტმა?

 


თეთრი სახლის „ვარდების ბაღში“ საუბრისას, ტრამპმა თქვა, რომ იგი „ძალიან ამაყი იყო გამოეცხადებინა“ შეთანხმების შესახებ, რომელიც მთავრობას 15 თებერვლამდე დააფინანსებს.

 

 

 


პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ფედერალური უწყებების თანამშრომლები, რომელთაც მან „საოცარი პატრიოტები“ უწოდა და რომლებიც პოლიტიკური დომხალის გამო დაზარალდნენ, დაკარგულ ანაზღაურებას უკან მიიღებენ.

 

 

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ იგი ჯერჯერობით არ გამოიყენებს „ძალიან მძლავრ ალტერნატივას“, რითაც აშკარად მიანიშნა ეროვნული საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, რასაც იგი მთავრობის დახურვის ადრეულ ეტაპზე არ გამორიცხავდა და ასეთ შემთხვევაში პრეზიდენტი კონგრესის გვერდის ავლით სამხედრო დაფინანსებით შეძლებს სამხრეთ საზღვარზე კედლის აშენებას, მაგრამ ამგვარი ნაბიჯი კონსტიტუციურ უწესრიგობას და კანონიერ გამოწვევებს შექმნიდა.

 


„ჩვენ ნამდვილად არ გვაქვს არჩევანი გარდა იმისა, რომ ავაშენოთ მძლავრი კედელი ან ფოლადის ბარიერები. თუკი ჩვენ ვერ მივიღებთ სამართლიან შეთანხმებას კონგრესისგან, მთავრობა 15 თებერვალს ისევ დაიხურება.

 


„ან მე გამოვიყენებ ძალაუფლებას, რომელიც კანონის და შეერთებული შტატების კონსტიტუციის მიხედვით მაქვს მონიჭებული, მივმართო ამ საგანგებო მდგომარეობას“, განაცხადა ტრამპმა, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ამის საჭიროება არ იქნება. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი