300-ამდე ადამიანია გამოცხადებული დაკარგულად მას შემდეგ, რაც ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში რკინის მადნის მომპოვებელი მაღაროს კაშხალმა კოლაფსი განიცადა, იტყობინება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით.
ტალახიანმა ნიაღვარმა კაშხლის სასადილო მიწაში ჩამარხა, სადაც ასეულობით თანამშრომელი ლანჩს მიირთმევდა.
9 ადამიანის სიკვდილი ოფიციალურადაა დადასტურებული, მაგრამ გუბერნატორ რომეუ ზემას განცხადებით ძალიან ცოტა შანსია იმისა, რომ ვინმე ცოცხალი იპოვონ.
უცნობია, რამ გამოიწვია კაშხლის ნგრევა, რომლის მფლობელიც ბრაზილიის ყველაზე მსხვილი მაღაროს კომპანია „ვალე“ არის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.