ლუიზიანას შტატში 21 წლის მამაკაცმა 5 ადამიანი, მათ შორის თავისი მშობლები და შეყვარებული გოგონა მოკლა
27-01-2019, 09:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლიცია შეერთებული შტატების ლუიზიანას შტატში შეიარაღებულ მამაკაცს ეძებს, რომელმაც 5 ადამიანი, მათ შორის თავისი მშობლები მოკლა, ცალკე მომხდარი, მაგრამ ერთმანეთთან კავშირში მქონე სროლებისას, იტყობინება BBC.

 


სროლები შტატის დედაქალაქის სამხრეთით მდებარე ოლქებში მოხდა. ხელისუფლების განცხადებით, 21 წლის ეჭვმიტანილი, დაკოტა ტერიოტი მოპარული ვერცხლისფერი Dodge Ram-ით გაიქცა.

 


ადგილობრივმა შერიფმა, ბობი უებრემ განაცხადა, რომ მამაკაცი „შეიარაღებული და სახიფათოა“.

 


შერიფის თქმით, შაბათს, ადგილობრივი დროით დილის საათებში, ლუიზიანას შტატის დედაქალაქიდან 45 კმ-ის დაცილებით მდებარე ქალაქ გონზალესში პოლიცია „ოჯახური ინციდენტის“ გამო გამოიძახეს და ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ორი ადამიანი - ელიზაბეთი და კეიტ ტერიოტი, ორივე 51 წლის, დაჭრილი, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალი დახვდათ.

 


მათ პოლიციის ოფიცრებს განუცხადეს, რომ მსროლელი მათი ვაჟი იყო, რომელსაც ცოტა ხნის წინ უთხრეს, რომ დაეტოვებინა მათი სახლი და არ დაბრუნებულიყო. წყვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მოგვიანებით გარდაიცვალა.

 


„ეს ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ოჯახური ძალადობის ინციდენტია, რაც კი მე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მინახავს“, თქვა შერიფმა უებრემ.

 


გავრცელებული ცნობებით, მანამდე შეიარაღებულმა მამაკაცმა სამი სხვა ადამიანი მოკლა მეზობელ ლივინგსტონის ოლქში.

 


მოკლულები, რომლებიც ეჭვმიტანილის ნათესავები არ ყოფილან, მაგრამ იცნობდნენ მას, 43 წლის ბილი ერნესტი, 20 წლის სამერ ერნესტი და 17 წლის ტანერ ერნესტი არიან.

 


მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკოტა ტერიოტს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა სამერთან.

 


„ჩემი ოჯახი მას გასულ შაბათ-კვირას შეხვდა დაბადების დღის წვეულებაზე და მისგან პოზიტიური განწყობა არ წამოსულა“, განუცხადა „Associated Press“-ს ბილი ერნერსტის დამ, კრისტალ დეიანგმა.

 


მან თქვა, რომ სამერი და ტანერი ბილის შვილები იყვნენ, რომელსაც ასევე მესამე შვილიც დარჩა.

 


პოლიციის ვარაუდით, ახალგაზრდა ეჭვმიტანილი, რომელმაც ავტოსატრანსპორტო საშუალება ოჯახიდან მოიპარა, მეზობელ შტატ მისისიპიში იმალება.

 


„ფეისბუქის“ გვერდზე, რომელიც როგორც ჩანს მას ეკუთვნის, ივნისში ხელახლა იყო დაწერილი ასეთი რამ: „ვისურვებდი, გამეწმინდა ჩემი გონება, მხოლოდ ერთი დღით“, რასაც სევდის გამომხატველი სიმბოლო ახლდა თან.

 


მაისში, მან ასევე ხელახლა გამოაქვეყნა გზავნილი, რომელშიც ნათქვამია: „თუ პრობლემა გაქვს ჩემთან, მითხარი მე და არავის სხვას“.

 

 

კომენტარები: 1
#1   Charis
      
Hi to every single one, it's really a nice for me to go to
see this web page, it contains important Information.

Look at my web blog Johnnie
8 ნოემბერი 2021 21:52
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი