37 დაღუპული და 250 დაკარგული - ათასობით ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ბრაზილიაში მეორე კაშხლის ჩამონგრევის საფრთხე წარმოიშვა
27-01-2019, 19:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბრაზილიის ხელისუფლებამ ათასობით ადამიანის ევაკუაციის შესახებ გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ერთ-ერთი კაშხალი ჩამოინგრა და არსებობს მეორე კაშხლის ნგრევის რისკი, იტყობინება BBC.

 


სულ მცირე 37 ადამიანი დაიღუპა და შიშობენ, რომ სხვა 250 ასევე გარდაცვლილია მას შემდეგ, რაც ქალაქ ბრუმადინჰოში რკინის მადნის მომპოვებელი მაღაროს სასადილოს, სადაც მუშები ლანჩს მიირთმევდნენ, კაშხლის ჩამოქცევის შემდეგ უზარმაზარმა ტალახიანმა ნიაღვარმა გადაუარა და ადამიანები მიწაში ჩამარხა.

 


ხელისუფლებამ მეორე კაშხალზე წყლის სახიფათოდ მაღალი ოდენობის შესახებ გამაფრთხილებელი განცხადება გაავრცელა და ქალაქის ხიდების დაკეტვის ბრძანება გასცა.

 


მაღაროს კომპლექსში მდებარე ორივე კაშხალი ბრაზილიის ყველაზე მსხვილ მაღაროს კომპანია „ვალეს“ ეკუთვნის.

 


კომპანიამ თავის ანგარიშებიდან 1.6 მილიარდი აშშ დოლარი გაყინა იმისათვის, რომ დააფინანსოს აღდგენითი სამუშაოები და აანაზღაუროს ზარალი.

 


ამ დრომდე უცნობია, თუ რამ გამოიწვია პირველი კაშხლის ნგრევა ქალაქ ბრუმადინჰოს სიახლოვეს, სადაც 39 000-ამდე ადამიანი ცხოვრობს.

 


შაბათს, საგანგებო სამსახურებმა და მაშველებმა სამძებრო სამუშაოებისას ვერტმფრენებიც გამოიყენეს და 366 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, მათგან 23 საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 


კომპანია „ვალემ“ განაცხადა, რომ ვერ ახერხებს თავის 252 დასაქმებულთან და კონტრაქტორთან წვდომას. ამავე დროს დაკარგულად არიან გამოცხადებული საოჯახო ტიპის პატარა სასტუმროს მცხოვრებნი და სტუმრები.

 


ჯერჯერობით მსხვერპლთაგან მხოლოდ რვის იდენტიფიცირება მოხერხდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი