აშშ-ის დიუკის უნივერსიტეტის პროფესორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს იმის გამო, რომ ჩინელ სტუდენტებს დაჟინებით მოუწოდა, ჩინურის ნაცვლად, ინგლისურად ესაუბრათ
28-01-2019, 13:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების ჩრდილოეთ კაროლინას დიუკის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამების დირექტორი, პროფესორი მეგან ნიილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს მის მიერ ჩინელი სტუდენტებისთვის გაგზავნილი ელექტრონული წერილის გამო, სადაც დაჟინებით მოუწოდებდა მათ არ ესაუბრათ ჩინურად, რადგან ბიოსტატისტიკის სამაგისტრო პროგრამის ორმა სტუდენტმა, რომელთა ვინაობაც არ დასახელებულა, მას იმის შესახებ შესჩივლეს, რომ უნივერსიტეტის დეპარტამენტის საჯარო სივრცეებში ჩინელი სტუდენტები „საკმაოდ ხმამაღლა“ ჩინურად საუბრობდნენ.

 


პროფესორმა თქვა, რომ არაინგლისურად ლაპარაკმა საერთაშორისო სტუდენტებისთვის შესაძლოა „არაგნაზრახული შედეგები“ გამოიწვიოს.

 

 

ამერიკელი პროფესორის ელექტრონული წერილი „თვითერზე“ და ჩინურ სოციალურ მედიაში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა.

 


ბევრმა გააკრიტიკა ქალბატონი ნიილის ი-მეილი და მას რასისტული უწოდა და წარმოშვა წუხილები იმის თაობაზე, რომ ფაკულტეტის წევრები საერთაშორისო სტუდენტების წინააღმდეგ დისკრიმინაციას ეწეოდნენ.

 


მიუხედავად ამისა, ზოგიერთმა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელმა სტუდენტმა BBC-ს უთხრა, რომ ისინი მხარს უჭერდნენ დოქტორ ნიილის და იგი დაახასიათეს, როგორც დამხმარე პროგრამის დირექტორი და „უდავოდ, არა თუ რასისტი, არამედ მასთან ახლოს არმდგომიც კი“.

 


დოქტორმა ნიილიმ განაცხადა, რომ ფაკულტეტის წევრებმა უთხრეს მას, რომ „ისინი იმედგაწბილებული იყვნენ, რომ ეს სტუდენტები არ იყენებდნენ შესაძლებლობას გაეუმჯობესებინათ თავიანთი ინგლისური და იმდენად უზრდელები იყვნენ, რომ საუბრობდნენ იმ ენაზე, რომელიც ყველას არ ესმოდა“.

 


პროფესორი განაგრძობს, რომ იგი პატივს სცემდა საერთაშორისო სტუდნეტებს იმის გამო, რომ „მათთვის არამშობლიურ ენას“ სწავლობდნენ, მაგრამ „მე სტიმულს გაძლევთ თქვენ, რომ 100%-ით ინგლისური ენა გამოიყენოთ იმ დროს, როდესაც ფაკულტეტის შენობაში ან სხვა სასწავლო სივრცეში იმყოფებით“.

 


კვირა ღამით ჩინურ Weibo-ზე მილიონობით ადამიანმა ნახა ჰაშთაგი „დიუკის უნივერსიტეტი ჩინურად ლაპარაკს კრძალავს“, მაშინ, როცა „დიუკის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელმაც ჩინურად ლაპარაკი აკრძალა, თანამდებობდან მიდის“ ნახვადობით მე-9 ადგილზე მყოფი „ჰაშთაგი“ იყო.

 

 

Weibo-ს ერთ-ერთმა მომხმარებელმა პროფესორის ი-მეილს „დაუფარავი რასიზმი“ უწოდა, მაშინ როცა მეორე მომხარებელმა ხუმრობით იკითხა: „ჩვენ ასევე უნდა ვაიძულოთ, გაცვლითი პროგრამის უცხოელი სტუდენტები, რომლებიც კამპუსში ჩინურად ვერ ლაპარაკობენ, რადგანაც მათ არ მიეცათ შესაძლებლობა ჩინური ენის სწავლისა ჩინეთში?“

 


დიუკის ბიოსტატისტიკის სამაგისტრო პროგრამის სამმა სტუდენტმა, რომელთაც BBC-ს კონფიდენციალურობის დაცვა სთხოვა, მხარდაჭერა გამოხატა დოქტორ ნიილისადმი.

 


„დოქტორი ნიილი დიდებული ინსტრუქტორია და უდავოდ არ არის რასისტი, უფრო მეტიც, ის ახლოსაც კი არ არის რასიზმთან“, განაცხადა ერთ-ერთმა ჩინელმა სტუდენტმა.

 


მეორე ჩინელმა სტუდენტმა კი BBC-ს უთხრა, რომ დოქტორი ნიილი „ყოველთვის გამოხატავს დახმარების სურვილს“ ყველა საერთაშორისო სტუდენტისადმი.

 


მესამე აზიური წარმოშობის სტუდენტმა თქვა: „მეგანი ნამდვილად საუკეთესო ინსტრუქტორი და პედაგოგია, რომელიც კი მე ოდესმე მყოლია... მან [თავისი ე-მეილით] შეცდომა დაუშვა, მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ ვიცით თუ რა იყო მისი განზრახვა და ის, თუ რამდენად ზრუნავს იგი ჩვენზე.

 


„როდესაც ზოგიერთი სტუდენტი [საერთო ოთახში] ხმამაღლა საუბრობს უცხო ენაზე, სხვა ადამიანები ნამდვილად შეწუხებულნი არიან“.

 


ამავე სტუდენტმა დაამატა: „ზოგიერთმა ჩემმა ჩინელმა მეგობარმა მითხრა, რომ სწუხან იმის გამო, რომ თუკი ისინი საჯაროდ მხარს დაუჭერენ მეგანს, ისინი შესაძლოა მიიჩნიონ იმ ‘ადამიანებად, ვინც უღალატა თავიანთ ქვეყანას’ შეერთებულ შტატებში“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი