ლევან იზორია: სამხედრო განათლება და წვრთნები ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა
28-01-2019, 15:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პროექტ „მინისტრის პირისპირ” ფარგლებში, მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას მიმდინარე წელს დაგეგმილ წვრთნებთან დაკავშირებით დეტალურად ისაუბრა.

 

 

ლევან იზორიას განცხადებით, სამხედრო განათლება და წვრთნები წლის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და განსაკუთრებული აქცენტი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ინსტიტუციონალიზებაზე გაკეთდება, ანუ მოხდება იმ გამოცდილების იმპლემენტაცია, რაც აღნიშნული პროგრამის საფუძველზე დაგროვდა.

 

 

„საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა ძალიან წარმატებით ხორციელდება, უკვე ორმა ქვეითმა ბატალიონმა გაიარა შესაბამისი მომზადება. წელს კი დამატებით სამი ქვეითი ბატალიონი გაივლის ამ პროგრამის ფარგლებში მომზადებას. ამ პროგრამით მიღებული გამოცდილება ჩვენი თავდაცვის ძალების, სამხედრო განათლებისა და წვრთნების განვითარების შესაძლებლობას გვაძლევს. რაც შეეხება თვითონ ინფრასტრუქტურულ ინიციატივას, ამ მიმართულების ფარგლებში გახლავთ საბრძოლო მომზადების ცენტრის გაფართოება. იცით, რომ 2018 წელს ჩვენ შევქმენით რეგიონში უპრეცედენტო, ნატოს სტანდარტების შესაბამისი საბრძოლო მომზადების ცენტრი ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან ერთად და უკვე ვგეგმავთ წელს მისი შესაძლებლობების გაფართოებას, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ვაზიანში არსებული შესაძლებლობების და ინფრასტრუქტურის გამოყენებას, არამედ, მის მიმდებარე იმ საწვრთნელი ინფრასტრუქტურის გამოყენებას, როგორიც არის კრწანისის, ნორიოს, ალგეთის შესაძლებლობები. გვაქვს ამბიცია, ეს ინფრასტრუქტურა იყოს მზად, როგორც მრავალეროვნული სწავლებისთვის, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში წარმატებით განვახორციელეთ, არამედ, ასევე ცალკეულმა პარტნიორმა ქვეყნებმა, მათ შორის ნატოს წევრმა ქვეყნებმაც თავიანთი საბრძოლო მომზადების ასამაღლებლად შესაბამისი სწავლებები ამ უკვე გაფართოებული ინფრასტრუქტურის ფარგლებში გაიარონ და ჩვენ გვქონდა ისტორიული პრეცედენტი შარშან. ვფიქრობ, წინასაარჩევნო ბატალიების გამო განსაკუთრებული ყურადღება ვერ მიაქციეთ - პირველად საქართველოს ისტორიაში აშშ-ის ასეული თავისი საბრძოლო მომზადების შეფასების მიზნით, ახორციელებდა შესაბამის სწავლებებს და წვრთნებს, სწორედ, ვაზიანისა და ნორიოს სამხედრო ბაზებზე. ეს პოლიტიკა ამ ბაზების გაფართოების კვალობაზე წელს კიდევ უფრო იქნება გააქტიურებული. ასევე ჩვენ გვსურს გავაფართოვოთ სამეთაურო საშტაბო კურსი და გვაქვს შემუშავებული სპეციალური კურსები და რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ სერჟანტთა სამეთაურო- საშტაბო კურსის განვითარებას, რომელიც გასული წლის მიწურულს დავიწყეთ“, აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას, რომელიც პროექტის ”მინისტრის პირისპირ” ფარგლებში გაიმართა.

 

 

2019 წლის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს რეგულარულად გამართავს.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი