2020 წლიდან ეროვნული გამოცდების წესში ცვლილებები შედის, ასევე, 2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება
28-01-2019, 15:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

2020 წლიდან ეროვნული გამოცდების წესში ცვლილებები შედის და აბიტურიენტებს ოთხი საგნის ნაცვლად, სამ სავალდებულო საგანში ექნებათ გამოცდა ჩასაბარებელი. სიახლე ისაა, რომ სავალდებულო აღარ იქნება ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება - უნივერსიტეტებს აქვთ უფლება, დაამატონ პროგრამის რელევანტური არჩევითი გამოცდა ზოგადი უნარების გამოცდის ჩათვლით.

 


ქართული ენის, ლიტერატურის და უცხო ენის გამოცდები ყველა აბიტურიენტისთვის კვლავაც სავალდებულო იქნება, მესამე სავალდებულო საგანი კი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით. კერძოდ, ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, აბიტურიენტები ჩააბარებენ მათემატიკას, ხოლო ჰუმანიტარული მიმართულებების შემთხვევაში, ისტორიას.

 


აბიტურიენტებს კვლავინდებურად შეუზღუდავად შეეძლებათ აირჩიონ როგორც ტექნიკური, ასევე ჰუმანიტარული მიმართულების პროგრამები.

 


ამასთან, როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ განათლების სისტემის ახალი მოდელის პრეზენტაციაზე განაცხადა, 2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება.

 


გორგოძის თქმით, ძირითადი ცვლილებები 2020 წელს ამოქმედდება. მანამდე კი, კერძოდ, 2019 წელს მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გაუქმდება გამოსაშვები გამოცდები, თუმცა აღნიშნული გამოცდები წელს შენარჩუნდება მეთორმეტე კლასელებისთვის.

 


როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ცვლილება განათლების სისტემაში სკოლის როლის გაძლიერებას ემსახურება.

 


„2019 წელს გამოცდები მე-12 კლასში შენარჩუნდება იმისთვის, რომ ეს ციკლი, რაც დაიწყო, დასრულდეს. მე-11 კლასში გამოცდები იხსნება, რადგან მომავალში ასეთი ტიპის გამოცდა ამ საფეხურზე აღარ იქნება. რაც შეეხება იმ პირებს, ვინც წინა წელს ჩაიჭრა, ან ვერ გამოცხადდა გამოცდაზე, მათ ისევ ექნებათ უფლება, გამოვიდნენ გამოცდაზე, თუ მე-11 კლასში რაღაც საგანი დარჩათ და ბედს კიდევ ერთხელ ცდიან“, განაცხადა გორგოძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი