25 იანვარს, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საერთო კრებები გაიმართა დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭართლის და ქვეშეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლების მოსახლეობისათვის.
ქვეშეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში გამართულ კრებებს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები დაესწრნენ. მათ ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები მოისმინეს და მათთან ერთად სოფლებისთვის პრიორიტეტულ პროექტებზე იმსჯელეს.
ქვეშეთში 5 სოფლის მოსახლეობამ ფინანსური რესურსი სპორტული დარბაზის რეაბილიტაციისთვის გააერთიანა. სოფლების დანარჩენმა ნაწილმა ძირითადად, სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგების, თავშეყრის ადგილის მოწყობის, შიდა გზების მოხრეშვისა და გარე განათების მონტაჟის სამუშაოები აირჩია.
ინფორმაციას დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.