ლევან იზორია: ჩვენ წელს წარვსდგებით ახალი სტრატეგიით, სადაც განსაზღვრული იქნება კიბერუსაფრთხოების მნიშვნელოვანი პრიორიტეტები
28-01-2019, 17:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ წელს მედიასთან პირველი შეხვედრა ახალ ფორმატში - პროექტ „მინისტრის პირისპირ“ ფარგლებში გამართა. უწყების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს „მინისტრის დირექტივები 2019“ წარუდგინა, სადაც თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტები და მთავარი მიმართულებებია განსაზღვრული.

 

 

ლევან იზორიამ წლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად თავდაცვის შესაძლებლობების განვითარება დაასახელა. მისი განცხადებით, თავდაცვის ძალებში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად აქცენტი მცირე ზომის ქვედანაყოფებზე კეთდება, რომლებსაც ბრიგადის ფარგლებში თანაბარი შესაძლებლობები ექნებათ და ეს მათი ავტონომიურად მოქმედების ხარისხს გაზრდის.

 

 

თავდაცვითი შესაძლებლობების ფარგლებში ერთ-ერთი პრიორიტეტი საჰაერო თავდაცვისა და საავიაციო შესაძლებლობების განვითარებაა. ლევან იზორიას თქმით, შვეულმფრენების მოდერნიზებისთვის ბიუჯეტიდან 23 მილიონი გამოიყო, რომელიც „იროკეზის“ ტიპის 7 შვეულმფრენის მოდერნიზებას მოხმარდება. წელს ყურადღება მართვისა და კონტროლის თავდაცვითი საჰაერო სისტემის შეძენას დაეთმობა, რომლის შესყიდვაც ფრანგული მხარისგან მოხდება.

 

 

თავდაცვის მინისტრმა ყურადღება ჯავშანსატანკო შესაძლებლობების განვითარებაზე გაამახვილა:

 

 

„ჯაველინების“ შესყიდვის პროცესი 2018 წელს დავიწყეთ. წელს ამ შესყიდვას ვასრულებთ და შესაბამისად, ჩვენი ქვედანაყოფები თანამედროვე ტიპის ანტისატანკო სისტემით აღიჭურვებიან“.

 

 

თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების კუთხით მინისტრმა აქცენტი საინჟინრო შესაძლებლობებისა და სპეციალური ოპერაციების ძალების რეორგანიზაციაზე გააკეთა.

 

 

„ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სპეციალური ოპერაციის ძალების თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვაა. რეორგანიზაცია წარმატებით განვახორციელეთ და შემდგომი თვეები დაეთმობა სწორედ ამ დანაყოფების გაძლიერებას. კერძოდ, სპეციალური ოპერაციების ძალები ბატალიონების სახით თანაბრად გადანაწილდება როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთის მიმართულებით“, აღნიშნა ლევან იზორიამ.

 

 

„მნიშვნელოვანი ინიციატივებია ლოჯისტიკის მიმართულებითაც. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მხარდამჭერი საბრძოლო და უზრუნველყოფის ქვედანაყოფების გაძლიერებას, რაც, პირველ რიგში, მობილურ შესაძლებლობას მოიცავს, რათა ადგილზე შესაძლებელი იყოს დროულად, ცალკეული საბრძოლო მასალების თუ ნივთების მიწოდებას, მათ შორის რემონტის შესაძლებლობას“, განმარტა მინისტრმა.

 

 

მან ასევე, აღნიშნა, რომ მართვისა და კონტროლის სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის უსაფრთხო კავშირგაბმულობის სისტემას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და თავდაცვის ძალებს ამ მიმართულებით ნატოს სტანდარტების შესაბამისი გარკვეული აღჭურვილობა უკვე აქვს.

 

 

თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაზე საუბარი თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კიბერუსაფრთხოების მიმართულებით დაასრულა.

 

 

„სიმბოლურად, 2019 წელს ჩვენ ვუწოდეთ კიბერუსაფრთხოების წელი. ამით სრულ თანხვედრაში ვართ ნატოს მიერ განსაზღვრულ სტრატეგიულ პრიორიტეტულ მიმართულებებთან. გამომდინარე იქიდან, რომ როგორც ნატოს წევრი, ისე პარტნიორი ქვეყნები კიბერსფეროს განიხილავენ როგორც ერთ-ერთ ოპერატიულ განზომილებას - საჰაერო სივრცესთან, ხმელეთთან და ზღვასთან ერთად, კიბერუსაფრთხოებას ეძლევა განსაკუთრებული მნიშვნელობა. შესაბამისად, ჩვენ წელს წარვსდგებით ახალი სტრატეგიით, სადაც განსაზღვრული იქნება კიბერუსაფრთხოების მნიშვნელოვანი პრიორიტეტები“, განაცხადა ლევან იზორიამ.

 

 

პროექტ „მინისტრის პირისპირ” ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია მედიის წარმომადგენლებს ხვდება და საზოგადოებისათვის საინტერესო შეკითხვებს პასუხობს. 2019 წლის განმავლობაში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს რეგულარულად გამართავს.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი