53 წლის ქალი ნიუ იორკში მილიარდერის სახლის ლიფტში 3 ღამე იყო გაჭედილი
29-01-2019, 10:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნიუ იორკში მანჰეტენზე ამერიკელი მილიარდერის მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ლიფტში პარასკევ საღამოდან ორშაბათ დილამდე გაჭედილი 53 წლის მარიტეს ფორტალიზა მეხანძრეებმა გამოიყვანეს მას შემდეგ, რაც ორშაბათს, ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე ქალაქის სახანძრო-სამაშველო სამსახურში საგანგებო გამოძახების შესახებ ზარი შევიდა.

 


როგორც Associated Press-ი იტყობინება, ოჯახის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფორტალიზას გაუწყლოება აღენიშნებოდა, მაგრამ იგი ამჟამად „უეილ კორნელის სამედიციო ცენტრში“ სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება.

 


„იგი სტივენსის დიდი ოჯახის ფრიად დასაფასებელი წევრია 18 წლის განმავლობაში“ და ოჯახის წევრი მას თან ახლდა საავადმყოფოში, აღნიშნულია განცხადებაში.

 


სტივენსი არკანზასში ბაზირებული საინვესტიციო ბანკის Stephens Inc-ის ხელმძღვანელია.

 


ხელისუფლების განცხადებით, ქალბატონი ფორტალიზა ცენტრალურ პარკთან ახლომდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის ლიფტში მეორე და მესამე სართულებს შორის იყო გაჭედილი. ამ დროს კი მილიარდერის ოჯახი, გამომდინარე იქიდან რომ უქმეები იყო, ქალაქგარეთ იყო გასული და სახლში ქალბატონი ფორტალიზას გარდა არავინ იმყოფებოდა.

 


მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი