მაია ცქიტიშვილი: საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი ეკონომიკური დერეფნის განვითარებისთვის
29-01-2019, 14:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დღეს მონაწილეობა მიიღო ეკონომიკურ კონფერენციაში „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“, რომელიც თბილისის „ტექნოპარკში“ ბრიტანული ჟურნალის THE ECONOMIST-ის წლიური გამოცემის „მსოფლიო 2019“- ის ეგიდით გაიმართა.

 


ეკონომიკურ კონფერენციას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს პრემიერ მინისტრი, მამუკა ბახტაძე დაესწრო.

 


კონფერენციაზე საპატიო სტუმრად მოწვეული იყო ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი. კონფერენციის მიზანია საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ანალიზი, ახალი გამოწვევებისა და მომავალი განვითარების პერსპექტივის გლობალურ კონტექსტში გააზრება სამუშაო გარემოში.

 


ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი სიტყვით გამოვიდა კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე და ისაუბრა საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ინტეგრაციის პერსპექტივებზე გლობალურ ეკონომიკაში.

 


„დღეს ამ ფორუმზე ვისაუბრებთ საქართველოს როლზე მსოფლიო ეკონომიკაში. ყველანი ვთანხმდებით, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი ეკონომიკური დერეფნის განვითარებისთვის. ჩვენი ქვეყნის გეოსტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე ვართ დამაკავშირებელი აზიისა და ევროპის ბაზრებს შორის. ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ამ სატრანსპორტო დერეფნის განვითარება. სწორედ ამიტომ დებს საქართველოს მთავრობა დიდ თანხას ინფრასტრუქტურის განვითარებაში. ჩვენ გვაქვს ეკონომიკური დერეფნის ნაწილი შავ ზღვაზეც, სტრატეგიული ლოკაცია, როგორც დამაკავშირებელი ქვეყნისა აზიას, ჩინეთსა და ევროპის ბაზრებს შორის. აღმოსავლეთ-დასავლეთის და ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალი არის დამაკავშირებელი ყველაზე დიდ ჩვენ სავაჭრო პარტნიორებს შორის. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალ ღრმაწყლოვან პორტთან - ანაკლიასთან კავშირი და შესაბამისად ამ პორტის საშუალებით ახალი თვირთბრუნვის, ტვირთების გატარება უკვე საერთაშორისო დერეფნებში“,-აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა, როგორც ამას მისი უწყების პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი