ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების შემდგომ განვითარებასა და გაფართოებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ აღნიშნული მიმართულებით მსჯელობა რამდენიმე ვარიანტზე მიმდინარეობს, მათ შორის ალტერნატიული ადგილების შესახებაც, თუმცა ამ დროისთვის გადაწყვეტილი არაფერია.
„იგეგმება აჭარაში აეროპორტების განვითარება. ბათუმში თუ სხვა ლოკაციაზე, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. არის რამდენიმე იდეა. ასევე, საუბარია თბილისზე და დედაქალაქის არეალზე. ეს იქნება კონკრეტულად თბილისის აეროპორტი თუ სხვა ლოკაცია, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს“, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.