საქართველოში ტრანსპორტის საკითხებში ევროკავშირთან მაღალი დონის დიალოგი გაიმართა
30-01-2019, 12:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში პირველად ტრანსპორტის საკითხებში ევროკავშირთან მაღალი დონის დიალოგის პირველი სხდომა გაიმართა. ამ მიზნით, საქართველოს ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი ეწვია.

 

 

ევროკავშირი-საქართველოს მაღალი დონის დიალოგის ფორმატის დაარსების მთავარ მიზანს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის განვითარება და გაღრმავება წარმოადგენს.

 

 

დიალოგის პირველ სხდომაზე მხარეებმა განიხილეს ისეთი სტრატეგიული საკითხები, როგორიცაა ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის განვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში; ევროკავშირის სტრატეგია ევროპა-აზიის დაკავშირების კუთხით. შეხვედრაზე ასევე აქცენტი გაკეთდა სატრანსპორტო კავშირების გაციფროვნებაზე, საგზაო უსაფრთხოებაზე, ურბანული სატრანსპორტო სისტემების განვითარებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

 

 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალურმა დირექტორმა ჰენრიკ ჰოლოლეიმ განაცხადა, დიალოგის დროს მობილურობისა და ტრანსპორტის მიმართულებით ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესახებ აზრთა გაცვლა მოხდა.

 

 

„ჩვენ ასევე შევეხეთ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ვიმსჯელეთ იმ გზებზე, თუ როგორ უნდა გააძლიეროს საქართველომ თავისი პოზიცია, როგორც ლოგისტიკურმა და სატრანზიტო ქვეყანამ. ასევე იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მივიღოთ დამატებითი სარგებელი ამ მიმართულებით. ამასთან, განვიხილეთ ჩვენი თანამშრომლობა ავიაციის სფეროში. ავიაცია არის ის სფერო, სადაც 2010 წელს საავიაციო შეთანხმების დადების შემდეგ ყველაზე წარმატებული თანამშრომლობა გვაქვს. საავიაციო მოძრაობის ნაკადი ყოველწლიურად 10%-ით იზრდება. ასობით ათასი ევროპელი ჩამოდის საქართველოში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარებას. დიალოგის მიმდინარეობისას განვიხილეთ ყველა შესაბამისი გამოწვევები. ასე რომ, ეს იყო მართლაც პროდუქტიული დისკუსია“, აღნიშნა ჰენრიკ ჰოლოლეიმ.

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, ევროკავშირთან დიალოგი მთავრობას დაეხმარება, შეიმუშაოს ახალი ინიციატივები და უკვე 2019 და 2020 წლებში ჩვენ ლოგისტიკური და სატრანსპორტო სისტემების განვითარების მნიშვნელოვან შედეგს დავინახავთ.

 

 

„ევროკავშირი საქართველოს აღიქვამს ერთ-ერთ ძირითად რეგიონულ პარტნიორად საგზაო უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით. ამ მიზნით, მათ საქართველოში რეგიონული ცენტრის ჩამოყალიბება შემოგვთავაზეს, რომელიც საქართველოდან წარმართავს რეგიონის სხვა ქვეყნების გზებზე უსაფრთოხების გაუმჯობესების პროექტებს", განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

 

სასტუმრო „რედისონში“ გამართულ მაღალი დონის ტრანსპორტის დიალოგში ასევე მონაწილეობდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი, სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთევან სალუქვაძე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან კარანაძე, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი მიხეილ ხმალაძე და სხვა ოფიციალური პირები.

 

 

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი