„ვერაფერი დაამარცხებს ბიბლიას“ – პრეზიდენტმა ტრამპმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს საჯარო სკოლებში ბიბლიის სწავლებასთან დაკავშირებით
30-01-2019, 14:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს (2019 წლის 28 იანვარი) თავისი მხარდაჭერა გამოხატა შტატების კანონპროექტების მიმართ, რომელიც საჯარო სკოლებს საშუალებას მისცემს ასწავლონ ბიბლია, რომელზეც ერთხელ მან თქვა, რომ მისი საყვარელი წიგნი იყო.

 


ტრამპმა ამის შესახებ „თვითერზე“ დაწერა რამდენიმე წუთის შემდეგ, რაც „Fox & Friends“-მა ორშაბათ დილით სატელევიზიო სივრცეში გააჟღერა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ექვს შტატში - ფლორიდაში, ინდიანაში, მისურიში, ჩრდილოეთ დაკოტაში, ვირჯინიასა და დასავლეთ ვირჯინიაში - ყოვნდებოდა კანონმდებლობის მიღება, რომელიც ბიბლიის შესწავლის კურსებს საჯარო სკოლების საგანმანათლებლო სისტემის ნაწილად გახდიდა.

 


„ვერაფერი დაამარცხებს ბიბლიას“, საქვეყნოდ განაცხადა ტრამპმა 2015 წელს საარჩევნო კამპანიისას.

 


ქრისტიანმა აქტივისტებმა, რომლებიც ბიბლიის საჯარო სკოლების სასწავლო პროგრამაში შეტანის კამპანიას აწარმოებდნენ, პრეზიდენტის მიერ აღნიშნული იდეისადმი მხარდაჭერა იზეიმეს.

 


„ჩვენ აღფთოვანებული ვართ იმის მოლოდინით, რომ ეს მოხდება“, განუცხადა „Yahoo News“-ს „ნაშენალ ლეგალ ფაუნდეიშენის“ პრეზიდენტმა სტივენ ფიტსჩენმა.

 


„ჩვენ ვუყურებდით იმას, რაც უკვე არსებობს და ვცდილობდით შეგვემუშავებინა ისეთი მოდელის კანონპროექტი, რომ გამოგვერიცხა ნებისმიერი კონსტიტუციური პრობლემა. ამგვარად, შესაძლოა იყოს კურსი, რომელიც ისლამს, ბუდიზმს ან სხვა ნებისმიერ რელიგიას შეასწავლის. ბევრ სხვა სკოლას უკვე აქვს შედარებითი რელიგიური კურსები.

 


„მიზეზი, რის გამოც ჩვენ ბიბლიაზე, ძველ აღთქმასა და ახალ აღთქმაზე ვიყავით ფოკუსირებული, ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორია, ჩვენი განსაკუთრებული თავისებურება და ჩვენი პოლიტიკური სტრუქტურა - ყველა ის მომენტი, რაც ბიბლიურად იყო მიღებული ისტორიული სიტუაციიდან გამომდინარე ბევრ ადრეულ კოლონიალისტთან ერთად“, განაცხადა ფიტსჩენმა.

 

კომენტარები: 1
#1   გურამ მუჩაიძე
      
ბიბლიის წარუვალი ნათელი ადგას ღვთივკურთხეულ ამერიკას. "მზე რა ვარდსა შემოადგეს, დაშვენდენ და შუქი არნეს," (1421.3.) სულმნათი შოთა
31 იანვარი 2019 08:08
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი