თერჯოლის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები ალისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში ჩატარდა
30-01-2019, 16:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება-ადმინისტრაციულ ერთეულებში დასახლებების საერთო კრებებისა და საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარება გრძელდება.

 

 

მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრები ალისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში ჩატარდა.

 

 

 

 

შეხვდრებზე მოსახლეობის მიერ ინიცირებული პროექტები განიხილეს და გადაწყვეტილებები მიიღეს:

 

სოფ. ქვედა ალისუბანი:

 

აბისინიის უბანში ჭის გაჭრა;

 

ბუცხრიკიძეების უბანში მგზავრთა მოსაცდელის მოწყობა;

 

გმირთა მემორიალისათვის ძელ-სკამის შეძენა და არსებულ ბოძებზე გარე განათების მოწყობა;

 

ცენტრალური გზის მონაკვეთზე გარე განათების მოწყობა.

 

სოფ. ზარნაძეები:

 

სასაფლაოზე შესასვლელი ჭიშკრისა და სპორტული მინი მოედნისათვის ლითონის მილების შეძენა;

 

სასმელი წყლისათვის 20 ტონიანი ავზისა და პოლიეთილენის მილების შეძენა.

 

სოფ. თხილთაწყარო:

 

5 გრძ.მ. ცხაურის მოწყობა;

 

ბოგირის მოსაწყობად 500 მმ დიამეტრის ლითონის მილის შეძენა;

 

სანიაღვრე (ბეტონის) არხის მოწყობა.

 

სოფ. მაჩიტაური:

 

ორი წყაროს მოპირკეთება და წყლის მაგისტრალის რეაბილიტაცია;

 

სოფ. ზედა ალისუბანი:

 

ზედა ალისუბნის ცენტრში მგზავრთა მოსაცდელის მოწყობა;

 

გარე განათების მოწყობა.

 

 

 

 

შეხვედრებს ესწრებოდნენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე, სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი, მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები და თერჯოლის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები.

 

  

მოსახლეობასთან შემდეგი შეხვედრები პარასკევს, 1-ელ თებერვალს რუფოთის ადმინისტრაციულ ერთეულში 12:00 საათზე, ხოლო ღვანკითის ადმინისტრაციულ ერთეულში 14:00 საათზე გაიმართება.

 

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის განსაზღვრულია 345 000 ლარის გამოყოფა.

 

 

ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი