ლევან ნიჟარაძე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, თემაზე - „მუნიციპალური გენდერული პოლიტიკის მიმდინარე გამოწვევები“ მოხსენებით გამოვიდა
30-01-2019, 18:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“, დღეს, 30 იანვარს „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ ორგანიზებით, თემაზე – „მუნიციპალური გენდერული პოლიტიკის მიმდინარე გამოწვევები“ სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

 

 

შეხვედრის მიზანი გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის შესრულების მიმდინარეობის განხილვა და ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება იყო.

 

 

დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ლევან ნიჟარაძე წარსდგა. მან ყურადღება მუნიციპალიტეტში არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილა და საბჭოს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

 

 

შეხვედრას მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტისა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

ინფორმაციას გარდაბნის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი