ორდღიანი ეკონომიკური კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019“ დასრულდა
30-01-2019, 23:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტექნოპარკში ორდღიანი ეკონომიკური კონფერენცია „საქართველო და მსოფლიო 2019“ დასრულდა. კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა. ღონისძიების საპატიო სტუმარი იყო ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი.

 


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ კონფერენციაზე სხვადასხვა პანელში მიიღო მონაწილეობა, რა დროსაც ყურადღება გაამახვილა ისეთ თემებზე, როგორიც ტრანსპორტი და ლოგისტიკა, მეწარმეობა, ინოვაციების დანერგვა და ტურიზმის ხელშეწყობაა.

 


ორდღიან კონფერენციაზე ასევე მონაწილეობდნენ ვიცე-პრემიერი, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და სხვა მოწვეული სპიკერები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი