სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში დამოუკიდებელი ბიურო გახსნა
31-01-2019, 13:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ გუბერნატორის ადმინისტრაციაში ახალი ბიუროს შემადგენლობა წარადგინა, რომელიც 19 სტატისტიკოსისგანაა დაკომპლექტებული. 2019 წლიდან აღნიშნული სამსახური რეგიონის მუნიციპალიტეტებთან აქტიური თანამშრომლობით სხვადასხვა მონაცემებს შეაგროვებს და დაამუშავებს.

 


„მივესალმებით აღნიშნული ბიუროს შექმნას. შესაბამისი სამსახურის არარსებობის გამო, ხშირ შემთხვევაში, ჩვენი რეგიონის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მოძიება იყო გართულებული. მოგეხსენებათ, სტატისტიკური მონაცემები მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარების სტრატეგიებისა თუ სხვადასხვა ბიზნესის დაგეგმარებისათვის. წარმატებებს ვუსურვებ ახალ სამსახურს და მის ხელმძღვანელს“ - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ.

 


შეხვედრისას საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2018 წლის მუშაობა შეაჯამა და 2019 წლისათვის დაგეგმილი სიახლეების შესახებ ისაუბრა.

 

 

ინფრმაციას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახური ავრცელებს. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი