საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თბილისის ზღვაზე "თბილისი 2015"-ის ოლიმპიური სოფელი გახსნა
20-07-2015, 02:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის ზღვაზე "თბილისი 2015"-ის ოლიმპიური სოფელი გახსნა. მან ოლიმპიურ სოფელში შეკრებილ საზოგადოებას ოლიმპიური სოფლის მერი წარუდგინა. აღნიშნულ სიმბოლურ თანამდებობას ქართველი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი დაიკავებს.


"ჩვენ ყველანი მოუთმენლად ველოდებით ოლიმპიური ფესტივალის დაწყებას. სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი ამ ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიების დაწყებამდე და როგორც იტყვიან, ოლიმპიური ტემპერატურა დღითიდღე მატულობს. თბილისში უკვე ანთია ოლიმპიური ცეცხლი, დღეს კი საზეიმოდ ვხსნით ამ არაჩვეულებრივ ოლიმპიურ სოფელს, სადაც ჩვენი სტუმრები და ფესტივალის მონაწილეები დაიდებენ ბინას. როგორც ხედავთ, აქ არის ყველა პირობა შექმნილი ჩვენი სტუმრების ღირსეულად დასახვედრად, ასევე ყველა პირობა იმისთვის, რომ ჩვენმა სპორტსმენებმა და სტუმრებმა შეძლონ მომავალი ასპარეზობისთვის სათანადოდ მომზადება.


ოლიმპიურ სოფელს, როგორც წესი, მერი ხელმძღვანელობს და მინდა დღეს ამ სიმბოლურ, თუმცა საპატიო თანამდებობაზე წარმოგიდგინოთ ჩვენი სახელოვანი სპორტსმენი, ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი. გარდა იმისა, რომ ლევან კობიაშვილი არის დიდი და გამორჩეული ფეხბურთელი, ის არის გამორჩეული პიროვნული თვისებების მქონე ადამიანი. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ლევანი იქნება ჩვენი ქვეყნის ღირსეული სახე. ის დახვდება 50-მდე ქვეყნის 4 000-მდე სპორტსმენს და მჯერა, რომ ღირსეულად წარმოადგენს ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც ლევან კობიაშვილს ოლიმპიური სოფლის მერის მედალი გადასცა.


ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ისეთი მასშტაბის სპორტული ღონისძიება, როგორიც ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალია, საქართველოში აქამდე არ ჩატარებულა.


"ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი პატივი, პასუხისმგებლობა და ერთგვარი გამოცდილებაც. მე ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ყველანი ერთად - ოლიმპიური კომიტეტი, სპორტის სამინისტრო და მთელი მთავრობა ღირსეულად ჩავატარებთ ამ ფესტივალს. "თბილისი 2015-ის" ოლიმპიურ სოფელს გახსნილად ვაცხადებ", - მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა ოლიმპიურ სოფელში შეკრებილებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი