გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსახორციელებელი სამუშაოების შერჩევა მიმდინარეობს
01-02-2019, 12:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით განსახორციელებელი სამუშაოების შერჩევა მიმდინარეობს. შეხვედრები 17 იანვარს დაიწყო და 20 თებერვალს დასრულდება.

 

 

საკონსულტაციო შეხვედრები უკვე ჩატარდა სართიჭალაში, მუღანლოში, მარტყოფში, ვაზიანში, სააკაძეში, ნორიოში, ზემო და ქვემო ქვიშიანში, გამარჯვებაში, გამარჯვება 1-სა და ფოლადაანთკარში, ახალ სამგორში, თელეთში, კრწანისსა და კუმისში. ხმათა უმრავლესობით, შემდეგი ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარება გადაწყდა:

 

 

სართიჭალა - საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.

 


მუღანლო - საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.

 


მარტყოფი - სკოლის ეზო შემოღობვა.

 


ვაზიანი - საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა და ატრაქციონების დადგმა.

 


სააკაძე - დასახლების ცენტრში სატრენაჟორო სივრცის მოწყობა.

 

 

ნორიო - სკვერის მოწყობა.

 


ზემო ქვიშიანი - სოფელში არსებული წყაროს შეკეთება და მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა.

 


ქვემო ქვიშიანი - გარე განათების მოწყობა.

 


გამარჯვება - კულტურის სახლის ეზოს შემოღობვა.

 


გამარჯვება 1 - სასმელი წყლის ცენტრალური მილის შეცვლა.

 


ფოლადაანთკარი - გარე განათების მოწყობა.

 

ახალი სამგორი - შიდა სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია.

 


თელეთი- ზემო თელეთში, ახალწყალსა და მუხრანთელეთში სკვერის მოწყობა, სადაც დამონტაჟებული იქნება საბავშვო ატრაქციონები და ტრენაჟორები.ქვემო თელეთში სასაფლაოს შემოღობვა, ხოლო წალასყურში ეკლესიის ღობის მოწყობა.

 

კრწანისი - გარე განათების მოწყობა (მთისძირის დასახლება), კულტურული ობიექტის მოწყობა/რეაბილიტაცია.

 


კუმისი - ისტორიული კოშკის რეაბილიტაცია, ახალ კუმისში სანიაღვრე არხის გამტარი მილის რეაბილიტაცია.

 

 

ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი