საქართველოს თავდაცვის მინისტრი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში“ ჩაერთო
01-02-2019, 13:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია სოფელ ლამისყანაში, ორბელიანების სასახლეში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ჩატარებულ სოფლის კრებას დაესწრო. გამყოფი ხაზის სამი სოფლის (ლამისყანა, ხვითი, თვაურები) მოსახლეობასთან შეხვედრას შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, კასპის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი მეზურნიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

 

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობასთან „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მნიშვნელობაზე ისაუბრა. ლამისყანაში ამ ეტაპზე სამი პროექტი დაფინანსდება: მოსახლეობის გადაწყვეტილებით, „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამიდან შიდა გზების რეაბილიტაცია განხორციელდება, ლევან იზორიას ინიციატივით, მოსახლეობის სურვილის გათვალისწინებით თავდაცვის სამინისტრო კეთილ ნებას გამოიჩენს და სოფლის სტადიონის კეთილმოწყობის სამუშაოებს ჩაატარებს. კასპის მუნიციპალიტეტის მერია კი სკოლის ტერიტორიას შემოღობავს.

 

 

სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრის მიზანია მთავრობის წარმომადგენლებმა მოსახლეობის საჭიროებების შესახებ ინფორმაცია პირადად მიიღონ და მათთან შეთანხმების საფუძველზე ის მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები შეარჩიონ, რომლებიც პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით დაფინანსდება.

 

 

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება 2019 წლიდან განახლდა. 15 იანვრიდან 1 მარტამდე 3700 სოფლის კრება ჩატარდება. ამჟამად ჩატარებულია 100 კრებაზე მეტი. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტები სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებით და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩევა.

 

 

სოფლის მოსახლეობა პირველ მარტამდე თავად გადაწყვეტს, თუ როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის განკუთვნილი თანხა, რომელიც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გაორმაგდება და ის დასახლების ზომის მიხედვით 20,000 ლარამდე იქნება.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი