21-ამდე გაიზარდა დაღუპულთა რაოდენობა აშშ-ში, სადაც საშინელი ყინვები გრძელდება
01-02-2019, 19:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა აშშ-ის ცენტრალურ-დასავლეთ შტატებზე პოლარული ციკლონის თავზე დატყდომის შედეგად. აღნიშნულ შტატებში ასეთი საშინელი ყინვები ათწლეულების განმავლობაში არ ყოფილა.

 


როგორც BBC იუწყება, 90 მილიონ ადამიანს - აშშ-ის მოსახლეობის მესამედს -17C ან მასზე დაბალი ტემპერატურა შეეხო. საბოლოო ჯამში „პოლარული ციკლონი“ 250-მა მილიონმა ადამიანმა იწვნია საკუთარ თავზე.

 


საავადმყოფოები კიდურებმოყინულ ადამიანებს მკურნალობენ.

 


ყინვების შედარებით შესუსტებას შაბათ-კვირისთვის ვარაუდობენ.

 

 

ვინ იმსხვერპლა პოლარულმა ციკლონმა?

 


განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან უსახლკარო ადამიანები და ქალაქების გასწვრივ თბილი თავშესაფრები გაიხსნა, მაგრამ ყველა არ შეუშინდა ყინვიან ამინდებს და ერთ-ერთი ქალი, 60 წლის, ოჰაიოს შტატის ქალაქ ლორაინში მიტოვებულ სახლში იპოვეს გარდაცვლილი.

 


მსხვერპლთაგან ზოგიერთი თავიანთი სახლებიდან ფეხით მოკლე სავალ მანძილზე იპოვეს გარდაცვლილი.

 


ოფიციოზის განცხადებით, მიჩიგანელი მამაკაცი, რომელიც თავისი საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს ყინვის მსხვერპლი გახდა, „ამინდის შეუსაბამოდ იყო ჩაცმული“.

 

 

-46C ყინვაში, რომელსაც ქარი ახლდა თან, 18 წლის სტუდენტი თავისი საერთო საცხოვრებლიდან ფეხით მოკლე სავალ მანძილზე რეაგირების გარეშე მყოფი იპოვეს და მოგვიანებით იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 


ერთ-ერთი მამაკაცი ვისკონსინის შტატში თავის ავტოფარეხში გაიყინა და გარდაიცვალა. იგი გარდაცვალებამდე „სახურავიდან თოვლს ნიჩბით ყრიდა“.

 


ასევე ვისკონსინში, 38 წლის ქალი თავის საცხოვრებელ სახლში ყინვისგან გარდაცვლილი იპოვეს ოთხშაბათ საღამოს მას შემდეგ, რაც მისი თერმოსტატი მწყობრიდან გამოვიდა და მუშაობა შეწყვიტა.

 


სიკვდილიანობის მიზეზი გახდა ასევე სახიფათო გზებიც. ჩრდილოეთ ინდიანაში 22 წლის პოლიციელი და თავისი ცოლი მოყინულ გზაზე ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი