საფრანგეთში 4 ფრანგი მორაგბის სიკვდილმა უსაფრთხოების შესახებ წუხილები გაზარდა
02-02-2019, 10:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რაგბის ექვსი ერის მატჩი დაიწყო პარიზში პარასკევ ღამით და გახსნითი შეხვედრა მასპინძლებს -ფრანგებსა და უელსის ნაკრებს შორის გაიმართა, რომელიც საფრანგეთის დამარცხებით დასრულდა.

 


ფრანგებმა შეხვედრის პირევლი ნახევარი მოიგეს, მაგრამ გამარჯვება საბოლოოდ უელსს ხვდა წილად. საფრანგეთი-უელსი ანგარიშით, 19:24 დასრულდა.

 


როგორც BBC იუწყება, ბოლო 8 თვის განმავლობაში საფრანგეთში 4 მორაგბის სიკვდილმა, რომელთაგან ორი პროფესიონალი მოთამაშე იყო, ფრანგული რაგბის სასიამოვნო მომენტები დაჩრდილა და წარმოშვა რეფორმების საჭიროების მოწოდებები, რომ თამაში უფრო უსაფრთხო გახდეს.

 


დაღუპულთაგან ერთ-ერთი 21 წლის ლუი ფაჯფროვსკი იყო, ავრილაკის კლუბის პროფესიონალი მოთამაშე.

 


„მან მძიმე დარტყმა მკერდზე მიიღო და გარკვეული დროის განმავლობაში მიწაზე იყო გართხმული, შემდეგ წამოდგა და თავისით გაიარა, მოედანი კი ღიმილით დატოვა“, ყვება BBC-ისთან მისი შეყვარებული მარგოტი, რომელსაც მორაგბესთან სამწლიანი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა და ისინი მალე ერთად ცხოვრებას გეგმავდნენ.

 


„გასახდელ ოთახში მან გონება ორჯერ დაკარგა. შემდეგ იგი პირველადი დახმარების ოთხაში გადაიყვანეს და მესამედ უკვე, ღებინების შემდეგ, წაიქცა და ამის მერე მისი მობრუნება ვერ შეძლეს. მას გონება აღარ დაბრუნებია“, თქვა მარგოტმა.

 


„წლებია უკვე რაგბის თამაშობენ, უჩვეულოდ დიდი მანქანების მსგავსად და ყოველთვის ეძებენ უფრო დიდ და უფრო ძლიერ მოთამაშეებს და წლებია კეთდება გამაფრთხილებელი მოწოდებები, რომ მოთამაშეები შესაძლოა დაიღუპონ სათამაშო მოედნებზე“, ამბობს რენესის რაგბის კლუბის მწვრთნელი იან მოისონი.

 

 

„დაზიანებები, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ, უფრო საგზაო მოძრაობის ინციდენტების ტრამვებს წააგავს და თან ღვედის გიკეთაბამდე და უსაფრთხოების ბალიშის გაშლამდე მომხდარ შემთხვევებს. დღეს მოთამაშეები 90 და 95 კილოგრამს იწონიან და ეს მთლიანად კუნთებია. ეს წააგავს იმას, რომ „ფორმულა 1“-ის ძრავა საოჯახო ავტომობილში ჩასვა, მაგრამ როდესაც შენ მოძრაობ ამ ძრავით სრული სიჩქარით, სტრუქტურა - ტანი, დაირღვევა“, განაცხადა ნეიროქირურგმა ჯინ ჩაზალმა.

 


„ჩვენ ყველანი პასუხისმგებელნი ვართ ისეთი რაგბის შექმნაში, რომელიც უპირატესობას ანიჭებს შეჯახებებს, ვიდრე მოძრაობას. მედიას უყვარს, როცა ერთი მოთამაშე მეორეს ეჯახება და მიწაზე ანარცხებს. ფანები ოვაციებით გაჰყვირიან, როდესაც ისინი თამაშობენ, როგორც მანქანები. დროა ეს შეჩერდეს“, აღნიშნა რენესის რაგბის კლუბის მწვრთნელმა იან მოისონმა.

 


ფრანგულ რაგბიში სურთ, რომ შერკინების წესები შეიცვალოს. მარტში ისინი მსოფლიო რაგბის ოფიციალურ პირებს შეხვდებიან და განიხილავენ იმ გზებს, თუ როგორ უნდა აირიდონ თავიდან უფრო მეტი სიკვდილიანობა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი