დუშეთის მუნიციპალიტეტში სოფლების - შატილის, მუცოს და არჭილოს გაერთიანებული კრება ჩატარდა
03-02-2019, 09:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მცხეთა-მთიანეთის რეგიონის, დუშეთის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე სოფლის - შატილის, მუცოს, არჭილოს გაერთიანებული კრება ჩატარდა. ამით დასრულდა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფლის კრებების ჩატარების პროცესი მცხეთა-მთიანეთის მხარეში.

 


სოფლის კრებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარი და მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე დაესწრნენ.

 


ვიცე-პრემიერმა მოსახლეობას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესახებ პირადად მიაწოდა ინფორმაცია. „საქართველოში არსებობს სახალხო კრებების მიერ ერთიანი გადაწტვეტილებების მიღების ისტორიული გამოცდილება. სოფლის კრებები ამ ტრადიციის აღსადგენადაც გვინდა გამოვიყენოთ. თქვენ უნდა გვითხრათ რა გსურთ და რას უნდა ვაკეთებდეთ ჩვენ თქვენთვის. თქვენ უკეთ იცით რა უნდა სოფელს, რა საჭიროება აქვს და რისი მოგვარებაა პრიორიტეტული“ - თქვა ვიცე-პრემიერმა კრებაზე მოსახლეობასთან შეხვედრისას.

 


კრებაზე მოსახლეობამ ისაუბრა სამივე სოფლის საჭიროებებზე და იმ პრობლემების გადაჭრის აუცილებლობაზეც, რომელთა მოგვარება ხელს შეუწყობს მთაში ხალხის დაბრუნებას.
სამივე სოფელმა აირჩია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის დაფინანსება. მათ შორის, გადაწყვიტეს სამივე სოფლისათვის გამოყოფილი თანხების გაერთიანებით ამ სოფლების სარგებლობაში არსებული შიდა გზებისა და მცირე ხიდების რეაბილიტაცია. დაფინანსდება წყლის სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებიც. კრებაზე იმსჯელეს სხვა პრობლემების გადაჭრის გზებზეც და გადაწყვიტეს, რომ სხვა ფინანსური წყაროებიდან დაფინანსდება შატილის სკოლა-პანსიონის რეაბილიტაციისა და მცირე ჰესის აღდგენის სამუშაოები.

 


“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ბიუჯეტი, მთავრობის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით, გაორმაგდა და 40 მილიონი ლარი გახდა. პროგრამის ფარგლებში, უკვე 1500-მდე სოფლის კრება ჩატარდა. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში უკვე დაიწყო სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებების საკრებულოსთვის გადაგზავნის ეტაპი. 1 მარტამდე ქვეყნის ყველა სოფლის კრება ჩატარდება.

 


ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი