ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ „მტკიცეა გადაწყვეტილებაში, უზრუნველყოს ბრექსიტი“ - დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან დაგეგმილ ვადაში გასვლა
03-02-2019, 13:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ იგი „მტკიცეა გადაწყვეტილებაში უზრუნველყოს ბრექსიტი“ იმ ფონზე, როცა პრემიერ მინისტრი ემზადება ხელახლა გახადოს მოლაპარაკებების საგანი ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვრის სადავო საკითხი.

 


„The Sunday Telegraph“ -ში გამოქვეყნებულ წერილში მეი აცხადებს, რომ იგი დაბრუნდება ბრიუსელში „ახალი მანდატით, ახალი იდეებით და განახლებული გადაწყვეტილებით“.

 


ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვრის შესახებ „ალტერნატიული შეთანხმების“ შესახებ მოწოდებებს დეპუტატებმა გასულ სამშაბათს დაუჭირეს მხარი, მაგრამ ირლანდიის პრემიერ მინისტრის მოადგილემ, საიმონ ქოვენიმ განაცხადა, რომ აღნიშნულ წინადადებაში „სარწმუნო ალტერნატიული შეთანხმებები არ არის“ მოცემული.

 


The Sunday Times“ -ში ქოვენიმ დაწერა: „ევროკავშირი ხელხლა არ განიხილავს გასვლის შეთანხმებას და არ იქნება გასვლის შეთანხმება“ ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვრის სადავო საკითხის გარეშე.

 


მან აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვრის სადავო საკითხი საჭიროა იმისათვის, რომ გარანტირებულად იყოს უზრუნველყოფილი წითელი პარასკევის შეთანხმება“, რომელმაც 30 წლის წინ ჩრდილოეთ ირლანდიაში შეიარაღებული ბრძოლა დაასრულა.

 


ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვრის სადავო საკითხი ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორია დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმებაში, რომელზეც ბრიტანეთმა და ევროკავშირმა მოილაპარაკეს და რომლის მიზანიცაა ჩრდილოეთ ირლანდიასა და ირლანდიის რესპუბლიკას შორის საზღვარი „ბრექსიტის“ შემდეგ ღია იყოს.

 


მეიმ უარყო წინადადება, რომ ჩრდილოეთ ირლანდიის საზღვრის გარშემო ალტერნატიული შეთანხმებების ძიება არღვევს „წითელი პარასკევის შეთახმებას“.

 


პრემიერ მინისტრმა ასევე დაამატა, რომ დეპუტატებს სურთ მთავრობა ისევ დაბრუნდეს ბრიუსელში, რომ „ბრექსიტის“ შეთანხმებაზე ხელახალი მოლაპარაკებები გაიმართოს.

 

 

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 29 მარტს უნდა დატოვოს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი