აშშ-ში 129 ინდოელი სტუდენტი დააპატიმრეს - მიჩიგანის შტატში ყალბი ამერიკული უნივერისტეტი ჰოუმლენდის უსაფრთხოების სამსახურის საიდუმლო აგენტების მიერ იმართებოდა
03-02-2019, 16:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ინდოეთმა დიპლომატიური პროტესტი გამოხატა შეერთებული შტატების მიმართ მას შემდეგ, რაც 129 ინდოელი სტუდენტი ყალბ უნივერისტეტში ჩარიცხვისთვის დააპატიმრეს.

 


ფარმინგტონის უნივერსიტეტი, რომელიც სარეკლამო განცხადებაში მიჩიგანის შტატში ბაზირებულ უნივერისტეტად იყო მოხსენიებული, ჰოუმლენდის უსაფრთხოების სამსახურის საიდუმლო აგენტების მიერ იმართებოდა, რათა ნათელი მოეფინა „გადაიხადე-რომ-დარჩე“ ("pay-to-stay") საიმიგრაციო თაღლითობისთვის.

 


პროკურორების განცხადებით, მათ ვინც ჩაირიცხა, იცოდა რომ დაწესებულება არალეგალური იქნებოდა. მიუხედავად ამისა, ინდოეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ სტუდენტები შესაძლოა მოატყუეს.

 


შაბათს, ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო ნოტა გადასცა შეერთებული შტატების საელჩოს დელიში, რომელშიც შეშფოთებაა გამოხატული დაპატიმრებების შესახებ და წაყენებულია მოთხოვნა, საკონსულოს თანამშრომლებს „დაუოყოვნებლივ მიეცეთ დაპატიმრებულებთან შეხვედრის“ საშუალება.

 


როგორ მიიზიდეს სტუდენტები?

 


ყალბი უნივერსიტეტი 2015 წელს დაფუძნდა იმისათვის, რომ გამოეჭირათ ის უცხოელი სტუდენტები, რომლებიც თავდაპირველად სტუდენტური ვიზით ჩავიდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში და შემდეგ ქვეყანაში დარჩენა მოისურვეს, იტყობინება BBC ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით.

 

 

ფარმინგტონის უნივერსიტეტის ვებგვერდი ფოტოებით აჩვენებდა ლექციებზე მყოფ სტუდენტებს და ბიბლიოთეკებს, ასევე ბალახით ახასხასებული კამპუსის დასასვენებელ მომხიბლავ გარემოს.

 


უნივერისტეტის მიერ გავრცელებულ სარეკლამო განცხადებაში სწავლის წლიური გადასახადი 8,500 აშშ დოლარი იყო საბაკალავრო პროგრამებისთვის, ხოლო 11,000 აშშ დოლარი სამაგისტრო კურსის სტუდენტებისათვის. მას ასევე შექმნილი ჰქონდა ყალბი Facebook-ის გვერდი, სადაც წლიური ღონისძიებები იყო გაწერილი.

 


მაგრამ გასულ კვირას გამოქვეყნებულმა სასამართლო დოკუმენტებმა აჩვენა, რომ ფარმინგტონის უნივერსიტეტის დასაქმებულები აშშ-ის იმიგრაციისა და საბაჟო ადმინისტრაციის სააგენტოს საიდუმლო აგენტები იყვნენ.

 


ვის და რაში ედებათ ბრალი?

 


მიჩიგანის აღმოსავლეთ ოლქის საოლქო სასამართლოს დოკუმენტების მიხედვით, სტუდენტებმა იცოდნენ რომ სქემა არალეგალური იყო.

 


პროკურორები აცხადებენ, რომ ყალბი უნივერსიტეტი გამოყენებული იყო, როგორც „გადაიხადე-რომ-დარჩე“ ("pay-to-stay") სქემა - რაც საშუალებას აძლევდა ადამიანებს, რომლებიც ქვეყანაში ლეგალურად შევიდნენ როგორც სტუდენტები, რომ გაეხანგრძლივებინათ შეერთებულ შტატებში ყოფნისა და მუშაობის პერიოდი.

 


საბოლოო ჯამში 130 სტუდენტი - მათ შორის 129 ინდოეთიდან - ოთხშაბათს დააპატიმრეს და სამოქალაქო იმიგრაციის კანონდარღვევის ბრალდება წაუყენეს, როგორც ამას Detroit Free Press-ი იტყობინება.

 


თუკი ისინი დამნაშავეებად ცნეს, მათ შეერთებული შტატებიდან დეპორტაცია ემუქრებათ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი