ალექსანდრე გოგორიშვილი: 2019 წელს, ვანის მუნიციპალიტეტში 19 პროექტი საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად განხორციელდება, რისთვისაც 9 557 000 ლარია გათვალისწინებული
04-02-2019, 10:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვანის მერის, ალექსანდრე გოგორიშვილის განცხადებით, მუნიციპალიტეტში 2019 წლის განამავლობაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 19 პროექტი განხორციელდება, რაზეც რეგიონული განვითარების ფონდიდან 9 557 000 ლარია გათვალისწინებული. როგორც ალექსანდრე გოგორიშვილმა GUARDIAN.GE-სთან საუბრისას აღნიშნა, საგზაო ინფრასტრუქტურის გარდა, მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის 4 საბავშვო ბაღის აღდგენა მოხდება.

 

 

„ვანის მუნიციპალიტეტში, 2019 წლის განმავლობაში, რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოყოფილი გვაქვს 10 162 000 ლარი. 19 პროექტი საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად განხორციელდება, რაზეც აღნიშნული თანხიდან 9 557 000 ლარი დაიხარჯება. გვაქვს ასევე 4 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტი. საპროექტო სამუშაოები უკვე დამთავრებულია და ალბათ, თებერვლის ბოლოდან უკვე სამუშაოებზე გამოვაცხადებთ ტენდერებს. თავად სამუშაოების განხორციელება კი, ალბათ, ზაფხულის ბოლოს დამთავრდება. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გვპირდება, თუკი, ამ პროექტებით გათვალისწინებულ სამუშაოებს თავის დროზე შევასრულებთ, დამატებით გამოგვიყოფენ თანხებს", განუცხადა GUARDIAN.GE-ს გოგორიშვილმა და ვანის მუნიციპალიტეტში 2018 წლის განმავლობაში განხორციელებულ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზეც გაამახვილა ყურადღება.

 

 

„რაც შეეხება გასული წლის სამუშაოებს, დაახლოებით, 7 მლნ-მდე თანხის სამუშაოები განხორციელდა. თითქმის დასრულებულია ყველა პროექტი, რამდენიმე პროექტია დასასრულებელი და ყველა მიმდინარე წლის მარტის ბოლომდე დასრულდება. გარდამავალი იყო ზოგიერთი. გასული წლის პროექტთა შორის ძირითადი გზების მოწესრიგების პროექტები იყო - 14 იყო გზის და ერთი საბავშვო ბაღის აღდგენის. გზები მუნიციპალიტეტის ყველა სოფლამდე გავაკეთეთ, დარჩენილია ორი სოფელი - საპრასია და გადიდი და ორივე 2019 წლის ბიუჯეტში ჩასმული გვაქვს.

 


უკვე დავასრულეთ მუშაობა შემდეგ პროექტებზე: ტობანიერი-ყუმურის მიმართულებით გზის აღდგენა; გორა-უხუთის დამაკავშირებელი გზის აღდგენა - პროექტის მიხედვით, გზა უხუთის ცენტრამდე გაკეთდა; ბზვანის თემში ვარციხე-დაფნარის გზატკეცილიდან ბზვანის მიმართულებით არსებული გზის აღდგენა; ამაღლება-საპრასიის თემის დამაკავშირებელი გზა - კოპიტნარის მიმართულებით 2-კილომეტრიანი მონაკვეთის აღდგენა;

 

 

ქალაქ ვანში გვქონდა ასევე ოთხი პროექტი, რომლებიც - 26 მაისის, წერეთლის, გიორგაძისა და წმინდა ნინოს ქუჩების აღდგენას ითვალისწინებდა", განაცხადა ვანის მერმა.

 

 

ალექსანდრე გოგორიშვილის თქმით, მიმდინარე წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში სხვადასხვა პროექტები განხორციელდება ასევე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებშიც.

 


„რაც შეეხება სოფლის მხარდაჭერის პროგრამას, მივესალმებით მის აღდგენას. გვაქვს ინტენსიური შეხვედრები მოსახლეობასთან, რომელიც თავად წყვეტს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, რა გაკეთდება მათ სოფელში. შეხვედრებისას ხდება პრიორიტეტების გამოკვეთა, გაზაფხულიდან კი დავიწყებთ სამუშაოებს", აღნიშნა ვანის მერმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა.

 

კომენტარები: 1
#1   გია
      
--უკვე დავასრულეთ მუშაობა შემდეგ პროექტებზე: ტობანიერი-ყუმურის მიმართულებით გზის აღდგენა---დიახ დასრულდა და დიდი მადლობელიც ვართ, მაგრამ პირადად ჩემთვის მდგმარეობა მკვეთრად გაუარესდა, რაგან ასფალტის საფარი ისე "ნიჭიერადაა" დაგებული ეზოში არათუ მანქანით ფეხით ვერ ჩახვალთ, ასევე წვიმისას მთელი წყალი როგორც მდინარე ისე მოედინება სახლისაკენ (ასფალტის არასწორად--დამრესად დაგების გამო--ნეტა ინჟინერი ან ვინმე არ ხელმძღვანელობდა ამ საქმეს?). აი ამაში მესაჭიროება თქვენი დახმარება თუ ეს შესაძლებელია და არ გააღატაკებს ბიუჯეტს.არადა იძულებული გავხდები თუ შევძელი ჩემი დანახარჯებით(რაც არც თუ ისე ცოტაა) იქნებ რაიმე ვუშველო . ჰო მართლა მავიწყდებოდა წყლის მილი რომელიც გზას კვეთდა და გარკვეულ სიღრმეზე იყო ჩამარხული ლიკვიდირებულია, მომატანინეს ახალი 150მმ-იანი დიამეტრის მილი რომელიც ჩაიდებოდა საფარის ქვეშ და მასში გატარდებოდა წყლის მილი -- ექსკავატორმა ეს მილი ჩამარხა დაახლოებით 1 მეტრის სიღრმეზე რაც უსარგებლო გხდა. შეგიძლიათ ეს თითონ იხილოთ ან ვინმეს დაავალოთ და ნახონ. თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ ამ პრობლემის მოგვარებაში.
4 თებერვალი 2019 11:23
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი