ვანის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები მიმდინარეობს
04-02-2019, 15:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ვანის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარება დაიწყო.

 


ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მერის პირველი მოადგილე გონერი მეფარიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, დღეს ზედავანის და გადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებლებს შეხვდნენ.

 

 

„დღევანდელი შეხვედრა ადგილობრივი მოსახლეობის მაღალი აქტიურობით გამოირჩეოდა, აღნიშნული პროგრამის მიზანიც ესაა, რომ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა თავად განსაზღვრონ მათი სოფლისთვის საჭირო პრიორიტეტები.

 

 

სოფელ ზედავანსა და ტყელვანში მოსახლეობის ძირითად მოთხოვნას სასმელი წყლის მილების შეძენა და გარე განათების მოწყობა წარმოადგენს. ზედავანის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ ორივე სოფელში, მოსახლეობისთვის პრიორიტეტული პროექტების განსახორციელებლად რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 28 000 ლარია გამოყოფილი.

 

 

გადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივების მთავარ მოთხოვნას საავტომობილო გზების რეაბილიტაცია წარმოადგენს. მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, გადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ ორივე სოფელში (გადიდი, ონჯოხეთი) მოსახლეობის მოთხოვნით სამი საუბნო გზის რეაბილიტაცია დაიგეგმა.

 

 

სოფელ გადიდიში მოეწყობა 100 მეტრომდე ბეტონის გზა, დაიხრეშება და მოსწორდება სოფელ ონჯოხეთის საავტომობილო გზა, ასევე ბელთაძეების უბანში დაიხრეშება საავტომობილო გზა და მოეწყობა წყალგამტარი არხი.

 

 

გადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის მიერ ინიცირებული პროექტების განსახორციელებლად რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 20 000 ლარია გამოყოფილი", ნათქვამია ვანის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა თავად გადაწყვეტს, ამ ეტაპზე რომელი პროექტის განხორციელება იქნება მათი სოფლისთვის პრიორიტეტული, სწორედ ამიტომ მივესალმები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ აღდგენას და მიმაჩნია, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივითა და ჩართულობით, ვანში ბევრი კარგი პროექტი დაიგეგმება და განხორციელდება", აღნიშნა ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას.

 

 

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ვანის მუნიციპალიტეტის სოფლებში დღეს დაიწყო და 13 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი