დუშეთის მერი აზიის განვითარების ბანკისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
04-02-2019, 17:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერს, ზურაბ სეხნიაშვილსა და აზიის განვითარების ბანკისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

 

 

დუშეთის მერიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეშეთი-კობის მონაკვეთის 24-კილომეტრიანი გზის მონაკვეთზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხები, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი (ADB) ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად აფინანსებს.

 

 

მათი თქმით, ქვეშეთი-კობის პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს სატრანზიტო და ტურისტული პოტენციალის განვითარებას რეგიონში, ამიტომ აღნიშნულ ტერიტორიაზე აუცილებელია ჰაბის შექმნა.

 

 

სამუშაო შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან კუპატაშვილი, საერთაშორისო პროექტების სამმართველოს უფროსის მოადგილე ლუკა მოსაშვილი, ტრანსპორტის სპეციალისტი აზიის განვითარების ბანკში ქემელ ბოუმედი, გარემოს დაცვის სპეციალისტი დუნკან ლენგი, კომუნიკაციების დეპარტამენტის კურატორი დუნკან მაკლეოდი და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ავთანდილ ცქვიტავა ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი