„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში - საკობიანოში, ყვარელწყალსა და ქორეთში მოსახლეობასთან შეხვედრები ჩატარდა.
მოსახლეობამ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სოფლის საჭიროებებზე იმსჯელეს. ადგილობრივებმა ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტეს, თუ რაში დაიხარჯება სოფლისთვის გამოყოფილი თანხა.
საერთო კრებებს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ბაღაკაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას ახმეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.