თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისთვის საზოგადოებასთან ურთიერთობის კურსის მეორე ეტაპი დაიწყო
04-02-2019, 19:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფისა და თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლებისთვის საზოგადოებასთან ურთიერთობის კურსის მეორე ეტაპი დაიწყო. ტრენინგი დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 5 დღის განმავლობაში ტარდება და მას მაკედონიაში არსებული ნატოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის ექსპერტები უძღვებიან.

 

 

კურსის განმავლობაში მსმენელები საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის უნარებსა და ეფექტური კომუნიკაციების საფუძვლებს შეისწავლიან, ჩაუტარდებათ პრაქტიკული მეცადინეობებიც.

 

 

ტრენინგი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, სტრატეგიული კომუნიკაციის კუთხით მრჩევლის სიუ მარტინის და ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება. აღნიშნული კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ. მოწვეულმა ექსპერტებმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საბაზისო კურსი 2018 წლის სექტემბერში კრწანისის მხარდამჭერ ცენტრში უკვე ჩაატარეს.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის უწყება ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი