თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს
04-02-2019, 19:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) პროექტის „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოს თავდაცვის ძალებში: ორგანიზაციული შეფასება“ ფარგლებში, რიგით მესამე სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს.

 

 

სამუშაო შეხვედრაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის, გენერალური შტაბის J-1 პერსონალის დეპარტამენტის, სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრისა და სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენეტის წარმომადგენლები მონაწილეობენ. შეხვედრას შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის წარმომადგენელი მეგან ბასტიკი და სხვა უცხოელი ექსპერტები ესწრებიან.

 

 

DIBS-ში შეხვედრა ორი დღე გაგრძელდება, რომლის განმავლობაშიც მხარეები პროექტის მიმდინარეობის პროცესს შეაფასებენ, პირველი სამუშაო შეხვედრიდან დღემდე შესრულებელ სამუშაოებს შეაჯამებენ, საქართველოს თავდაცვის ძალებში გენდერული კუთხით ჩატარებული საპილოტე კვლევის შედეგებს გაეცნობიან და მომავლის გეგმებს დასახავენ.

 

 

„ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოს თავდაცვის ძალებში: ორგანიზაციული შეფასება“ შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის, ბრიტანეთის, ესპანეთისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელიც ნატოს „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის პროექტის“ დაფინანსდებით ხორციელდება. სამუშაო შეხვედრების ორგანიზება სამინისტროში ორგანიზაციული კლიმატის კვლევების ჩატარებისთვის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას ემსახურება. ამერიკელი, კანადელი, ავსტრალიელი, შვედი, ირლანდიელი, ბრიტანელი და ესპანელი ექსპერტები საქართველოს თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს ორგანიზაციული კლიმატის კვლევების ჩატარებისთვის საჭირო მოდელებსა და მეთოდოლოგიებს აცნობენ.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი