გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე 6 საკითხი განიხილეს
05-02-2019, 11:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს თავმჯდომარის, ტარიელ ჯანხოთელის ხელმძღვანელობით, რიგით მესამე სხდომა ჩატარდა, სადაც დეპუტატებმა დღის წესრიგით წარმოდგენილი 6 საკითხი განიხილეს.

 


საკრებულოს წევრებმა „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანას, გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის ქვეპროგრამების დამტკიცებას, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ წალასყურში მცხოვრები მზიური ჩაჩანიძისთვის და სოფელ თელეთში მცხოვრები ეთერ მერაბიშვილისთვის დახმარების გაწევას, „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი 2019 წელს განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოების საპროექტო წინადადებების მოწონების შესახებ“, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 24 დეკემბრის N278 განკარგულებაში ცვლილების შეტანას და საკრებულოს წევრებისათვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურების საკითხს დაუჭირეს მხარი.

 


საკრებულოს რიგგარეშე სხდომას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი, საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის უფროსი შალვა გურულიშვილი, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის უფროსი ბექა ონიანი და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი აზა ონიანი დაესწრნენ.

 


ინფორმაციას გარდაბნის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი