ხობის მერიაში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრა გაიმართა
05-02-2019, 16:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხობის მერიაში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დაგეგმილი დასახლებების საერთო კრებებისა და ამომრჩეველთან კონსულტაციის ორგანიზებისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ჯგუფის წევრებმა დასახლების კრების და ამომრჩეველთან კონსულტაციის პროცედურული და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

 


საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ დაფინანსება გაორმაგდა და ხობის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 784 ათასი ლარი გამოიყოფა.

 


„სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ განსახორციელებელი პროექტების შერჩევა დასახლების კრებებზე და მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად მოხდება.

 


პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების კატეგორიებია: სასმელი წყლისა და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების მოწესრიგება, ნაპირსამაგრი სამუშაოები, გზები, გარე განათება, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, ამბულატორიის შენობები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სკვერები და თავშეყრის ადგილები, მინიჰესები და სხვა.

 


ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში საერთო კრებების ჩატარება 8 თებერვალს დაიწყება.

 


ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 1
#1   ხურცილავა ლევანი
      
მოგესალმებით. მოგეხსენებათ, რომ სოფ. ხეთის გოგი მამფორიას სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, ვარჯიშობს და თამაშობს "კოლხეთი" ხობის ბავშვთა გუნდი.იმართება მუნიციპალური ტურნირების მატჩები ფეხბურთში და ლელობურთში. აგრეთვე სტადიონი მასპინძლობს მოყვარულთა ლიგის თამაშებს სადაც ხობის მუნიციპალიტეტის გუნდები ეთამაშებიან მეზობელი მუნიციპალიტეტის გუნდებს. იმართება გოგი მამფორიას სახელობის ხეთის ტურნირი ფეხბურთში.ვინაიდან კარგი სადრენაჟე სისტემა აქვს,მოედანზე ზამთრის მოსამზადებელი პერიოდისას ხშირად ვარჯიშობს "კოლხეთი" ხობის პროფესიული გუნდი. სტადიონი ადგილობრივი მაყურებლის თავშეყრის საუკეთესო ადგილია და დიდი სოციალური დატვირთვა აქვს.
აღნიშნულ სტადიონს არ გააჩნია გუნდების და მსაჯების გასახდელი.ბავშვები იცვლიან ღია ცის ქვეშ ნებისმიერ ამინდში.
აგრეთვე მოედნის ზომაა გასადიდებელი15 მეტრით, რისთვისაც საჭიროა კარის ძელების გადაწევა.
აღნიშნული საკითხი არაერთგზის დაისვა სოფლის მოსახლეობის თხოვნით. ხელმოწერებითაც მიმართულ იქნა გამგეობის სამსახურს წინა წლებში , მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო გადადებულ იქნა.
გთხოვთ გაითვალისწინოთ აღნიშნული საკითხი, სოფლის დახმარების პროგრამის ამოქმედების დროს.

პატივისცემით: ლ. ხურცილავა.

წინასწარ გიხდით მადლობას.
6 თებერვალი 2019 00:41
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი