[ვიდეო] ოთარ იოსელიანის ოტია იოსელიანთან სტუმრობის ჩანაწერი აჩვენეს წყალტუბოში, სადაც საფრანგეთში მოღვაწე ქართველი კინორეჟისორის საღამო გაიმართა
05-02-2019, 18:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბოს ცენტრალურ ბიბლიოთეკაში საფრანგეთში მოღვაწე ქართველი კინორეჟისორის ოთარ იოსელიანის საღამო გაიმართა. ოთარ იოსელიანის ფესვები წყალტუბოს, კერძოდ სოფელ გვიშტიბს უკავშირდება. მისი ბიძის ვლადიმერ იოსელიანის ეზოში დღესაც გვიშტიბის საჯარო სკოლა ფუნქციონირებს.

 


საღამოზე მისმა თანამედროვეებმა გაიხსენეს გენიალური ფილმები „იყო შაშვი მგალობელი“, „გიორგობის თვე“, „აპრილი“.

 


ლიტერატორმა, ოტია იოსელიანის ვაჟმა, დაჩი იოსელიანმა ოთარ იოსელიანის პიროვნულ ღირსებებზე გაამახვილა ყურადღება და მისი რეჟისურა ქართული კინოხელოვნების უკანასკენ მოჰიკანად „მონათლა“. მისივე ინიციატივით ნაჩვენები იყო ოთარ იოსელიანის სტუმრობის მოკლე ჩანაწერი ოტია იოსელიანთან.

 

 

 


საღამოს დასასრულს ოთარ იოსელიანის ფილმი „გიორგობის თვე“ ანახეს.

 


საღამოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი ესწრებოდა.

 


ინფორმაციას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობის სახელით ულოცავს დიდ კინორეჟისორს, ოთარ იოსელიანს 85 წლის იუბილეს, დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და შემოქმედებით წარმატებებს უსურვებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი