ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითში, ბეჟათუბანში, ნებოძირსა და ანეულაში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, კრებები გაიმართა
05-02-2019, 19:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში - სოფელ მოლითში, ბეჟათუბანში, ნებოძირსა და ანეულაში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საერთო კრებები გაიმართა.

 


აღნიშნული პროგრამის მნიშვნელობაზე, ზემოთ აღნიშნული სოფლების მოსახლეობას, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე ესაუბრა და საპროექტო წინადადების განხილვისა და კრების ჩატარების პროცედურები პირადად გააცნო.

 


სოფელ მოლითში მოსახლეობამ რამდენიმე იდეა გააერთიანა და მათთვის გამოყოფილი 12 000 ლარით სარიტუალო დარბაზისთვის სამზარეულოს ასაშებელად მასალებს შეიძენენ, ასევე, სოფლის ერთ უბანში მოაწყობენ სანიაღვრე არხს, შეიძენენ წყლის მილებს, მოლითის ცენტრიდან ყოფილი რკინიგზის სადგურამდე გააკეთებენ გარე განათების ქსელს, რკინიგზის ბინების მიმდებარე ტერიტორიაზე კი, სოფლის თავშეყრის ადგილისთვის ძელსკამებს და საქანელას შეიძენენ, ასევე, შეაკეთებენ სოფლის წყლის წისქვილის ღარს.

 


ნებოძირის მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით, სოფლის სასაფლაოს შემოღობვა, წყლის სისტემის შეკეთება და სოფლის თავშეყრის ადგილის კეთილმოწყობა გადაწყვიტა, რისთვისაც 12 000 ლარი დაიხარჯება.

 


რაც შეეხება ანეულას და ბეჟათუბნის მოსახლეობას, რომელთაც სოფლის პროექტების ფარგლებში 10-10 ათასი ლარი გამოეყოთ, სოფლის ცენტრალური გზების შეკეთებას დაუჭირეს მხარს.

 


სოფლის საერთო კრებებს მერის წარმომადგენელი მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში სპარტაკ ლაცაბიძე და მაჟორიტარი დეპუტატი ვახტანგ ტალახაძე ესწრებოდნენ.

 

 

ინფორმაციას ხარაგაულის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი