მესტიის მუნიციპალიტეტის ეცერის ტერიტორიულ ერთეულში 70 000 ლარი დაიხარჯება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში
06-02-2019, 06:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მესტიის მუნიციპალიტეტის ეცერის ტერიტორიულ ერთეულში მოსახლეობის საერთო კრება გაიმართა, რომელსაც მერის მოადგილე ირაკლი ქურდიანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 


მათ მოსახლეობას „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ დეტალები გააცნეს.

 


მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, კრებაზე მოსახლეობამ არსებულ საჭიროებებზე ისაუბრა და პრიორიტეტები დაასახელა. ეცერის მოსახლეობამ პრიორიტეტად გამოკვეთა სპორტული კომპლექსის აშენება, რისთვისაც თემი მზად არის გააერთიანოს თანხები, თუ სოფლის პროგრამა მისცემს ამის შესაძლებლობას, სხვა შემთხვევაში ეცერის თემის მოსახლეობა პრიორიტეტების მიხედვით გამოკვეთილ პროექტებს განახორციელებს შემდეგ სოფლებში:

 


კალაში-ცენტრალური გზიდან სოფლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;

 


გვალდერი-ელექტრო ბოძებისა და სადენების გამოცვლა;

 


ლანტელი-სოფლის თავშეყრის ადგილის კეთილმოწყობა;

 


ლაშხრერი-შიდა გზის რეაბილიტაცია სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ადგილამდე (ხიდამდე);

 


ლადრერი-შიდა ზის რეაბილიტაცია;

 

 

უღვალი-ელექტრო ბოძებისა და სადენების გამოცვლა;

 


ისკარი-შიდა გზის რეაბილიტაცია; წყაროს წყლის კეთილმოწყობა;

 


ფხუტრერი-შიდა გზის რეაბილიტაცია;

 

 

ქურაში-გზის რეაბილიტაცია, სანიაღვრე სისტემის მოწყობა;

 


ჭელირი-გზის რეაბილიტაცია, სანიაღვრე სისტემის მოწყობა;

 


უსგვირი-სკოლის სპორტული ინვენტარის შეძენა;

 


ებუთი-წყლის სისტემის რეაბილიტაცია; საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილის მოწყობა.

 


ცალანარი-შიდა გზის რეაბილიტაცია;

 


ბარში-საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილის რეაბილიტაცია.

 


მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, 2019 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ეცერის ტერიტორიული ერთეულისთვის გამოყოფილი თანხა 70 000 ლარს შეადგენს. სოფლის საერთო კრებები მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყოველდღიურად ჩატარდება და თებერვლის ბოლომდე დასრულდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი