„დიადი ერები არ იბრძვიან დაუსრულებელ ომებში“ - პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში თითქმის ორი ათლწლეულის განმავლობაში 7 000 ამერიკელი სამხედრო პირი დაიღუპა და $7 ტრილიონზე მეტი დაიხარჯა
06-02-2019, 11:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან მეორე შეხვედრას ბირთვული განიარაღების თაობაზე 27-28 თებერვალს ვიეტნამში გამართავს.

 

 

გასულ წელს სინგაპურში ტრამპისა და კიმ ჩენ ინის „ისტორიული მოლაპარაკებების“ შემდეგ მეორე შეხვედრის გეგმები აქტიურად განიხილებოდა და ამისათვის ორი ქვეყნის უმაღლესი რანგის დიპლომატებს შორის არაერთი შეხვედრა გაიმართა.

 


დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა სინგაპურში, გასული წლის ივნისში, შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრის პირველი ფაქტი იყო, რასაც კი ოდესმე ჰქონია ადგილი.

 


სამშაბათ ღამით ტრამპმა თქვა: „ჩვენი მძევლები დაბრუნდნენ სახლში, ბირთვული გამოცდები შეჩერდა, და 15 თვის განმავლობაში სარაკეტო გამოცდა არ მომხდარა.

 


მე რომ არ ავერჩიე შეერთებული შტატების პრეზიდენტად, ჩვენ ახლა, ჩემი აზრით, ჩრდილოეთ კორეასთან დიდ ომში ვიქნებოდით.

 


„ბევრი სამუშაო რჩება გასაკეთებელი, მაგრამ ჩემი ურთიერთობა კიმ ჩენ ინთან, კარგი ურთიერთობაა“.

 

 

რა განაცხადა ტრმპმა პოლიტიკურ ერთიანობაზე?

 

 

ოპონენტებთან ორწლიანი მძაფრი ურთიერთობების შემდეგ, სამშაბათ ღამით ტრამპმა გაიმეორა მოწოდებები პოლიტიკური ერთიანობისადმი, ისევე როგორც ეს მან წინა წლებში კონგრესში ორჯერ გამოსვლის დროსაც გააკეთა.

 

 

„ერთად ჩვენ შეიძლება გავარღვიოთ ათწლეულების განმავლობაში არსებული პოლიტიკური ჩიხი. ჩვენ შეგვიძლია გადავლახოთ ძველი დაპირისპირებები, ვუმკურნალოთ ძველ ჭრილობებს, ავაშენოთ ახალი კოალიციები“, განაცხადა მან.

 

 

პრეზიდენტმა კონგრესში გამოსვლისას თანხმობის პოტენციური გადაკვეთის წერტილები დაასახელა, ისეთი, როგორიცაა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, წამლებზე ფასების შემცირება და მოზარდებში კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა.

 

 

მან თქვა: „შეერთებულ შტატებში ეკონომიკური სასწაული ხდება და ერთადერთი რასაც შეუძლია შეაჩეროს ის, ეს არის სულელური ომები, პოლიტიკა თუ სასაცილო პარტიზანული გამოძიებები“.

 

 

„დემოკრატებმა“ მასშემდეგ, რაც კონგრესის წარმომადგენლობით პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს, ტრამპის ადმინისტრაციის მიმართ ხმაურიანი გამოძიებები დაიწყეს.

 

 

სპეციალური პროკურორი, რობერტ მიულერი კი, ჯერ კიდევ იძიებს აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რუსეთის სავარაუდო ჩარევას და ტრამპის კამპანიასა და რუსეთს შორის შესაძლო საიდუმლო შეთანხმებას, რასაც ტრამპიც და მოსკოვიც უარყოფს.

 

 

ტრამპის მიერ სიტყვით გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე, ჩაკ შამერმა, „დემოკრატების“ ლიდერმა სენატში, აშშ-ის პრეზიდენტს „დაყოფის დათესვაში“ დასდო ბრალი.

 

 

სამშაბათს, თეთრ სახლში კერძო ლანჩზე, ახალი ამბების წამყვანებთან ტრამპმა, გავრცელებული ცნობებით, შამერს „საზიზღარი“ ადამიანი უწოდა.

 

 

და მაშინ, როდესაც ტრამპი სამშაბათ ღამით კონგრესის წინაშე ყოველწლიური სიტყვით გამოდიოდა, რაც წამყვანი ამერიკული ტელევიზიების მიერ პირდაპირ ეთერებში გადაიცემოდა, მისი მთავარი მოწინააღმდეგე კონგრესში ტრიბუნაზე მისი მხრების გასწვრივ იჯდა.

 

 

წარმომადგენლობითი პალატის სპიკერი ნენსი პელოსი კი მთავარ წინააღმდეგობას უწევდა პრეზიდენტის მოთხოვნას აშშ-მექსიკის საზღვრის გასწვრივ კედლის მშენებლობის დაფინანსებასთან დაკავშირებით.

 

 

რა განაცხადა ტრამპმა საზღვარგარეთის ომების შესახებ?

 

 

ტრამპმა თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია „კონსტრუქციულ მოლაპარაკებებს“ აწარმოებს თალიბანთან, რათა გამონახოს ავღანეთში კონფლიქტის გადაწყვეტის გზები.

 

 

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ „თითქმის მთელი“ ტერიტორია, რომელიც ერთ დროს ოკუპირებული იყო სირიასა და ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფების მიერ, გათავისუფლდა „ამ სისხლს მოწყურებული მონსტრებისაგან“.

 

 

„დროა სირიაში ჩვენს მამაც მებრძოლებს გულთბილად დავხვდეთ შინ“, უთხრა მან კონგრესს.

 

 

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში თითქმის ორი ათლწლეულის განმავლობაში 7 000 ამერიკელი სამხედრო პირი დაიღუპა და $7 ტრილიონზე მეტი დაიხარჯა.  

 

 

„დიადი ერები არ იბრძვიან დაუსრულებელ ომებში“, განაცხადა პრეზიდენტმა, რომლის საარჩევნო სლოგანიც იყო: „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“.

 

კომენტარები: 1
#1   ნონა
      
იმედია ტრამპი მეორე ვადითაც იქნება არჩეული, აშკარად ვერ ასწრებს თავისი დაპირებების განხორციელებას ერთ ვადაში, და კიდევ, იმედია რომელიმე ფანატი ლიბერასტი დემოკრატებიდან არ მოკლავს მას. ძვლივს ქვეყანაზე მზრუნველი გონიერი პრეზიდენტი ეღირსა ამერიკელ ხალხს
6 თებერვალი 2019 22:57
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი