ვანის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები მიმდინარეობს
06-02-2019, 11:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვანის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები მიმდინარეობს.

 


აღნიშნული პროგრამის ფარგლებში დღეს ბზვანის და ამაღლების ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობას საქართველოს რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი იმერეთის მხარეში შავლეგო ტაბატაძე, ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები შეხვდნენ.

 


დღევანდელი შეხვედრა მოსახლეობის განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა. ადგილობრივების მიერ ინიცირებულ პროექტებს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

 

 

 


ზედა ბზვანში მოსახლეობის ძირითად მოთხოვნას სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება, საუბნო გზების რეაბილიტაცია და გარე განათების მოწყობა წარმოადგენს.

 


ქვადა ბზვანშიც ადგილობრივებისთვის საუბნო გზების მოწყობა და სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგებაა პრიორიტეტული.

 


მთლიანად ბზვანის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის მიერ ინიცირებული პროექტების განსახორციელებლად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 32 000 ლარია გამოყოფილი .

 


მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ამაღლების ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა საუბნო გზების, სანიაღვრე არხებისა და ნაპირსამაგრის მოწყობა დაიგეგმა.

 


სოფელ ინაშაურში მოსახლეობისთვის პრიორიტეტს კი სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხების მოწყობა და შიდა გზების რეაბილიტაცია წარმოადგენს.

 


ამაღლების ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში (ამაღლება, ინაშური) მოსახლეობის მიერ ინიცირებული პროექტების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 36 000 ლარია გამოყოფილი.

 


„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები ვანის მუნიციპალიტეტის სოფლებში 4 თებერვალს დაიწყო და 13 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

 

 

ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსასმახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი