თერჯოლის მუნიციპალიტეტის ბარდუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საერთო კრება ჩატარდა
06-02-2019, 18:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში დასახლებების საერთო კრებებისა და საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარება გრძელდება.

 


მოსახლეობასთან მორიგი შეხვედრა ბარდუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა.

 

 

შეხვდრებზე მოსახლეობის მიერ ინიცირებული პროექტები განიხილეს და შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღეს:

 


სოფ. სათემო: სასაფლაოს შემოღობვა მავთულბადით და ჭიშკრების მოწყობა;

 

 

სოფ. ბარდუბანი: ჯანელიძეებისა და საპანაძეების უბანში სასაფლაოს შემოღობვა მავთულბადით;

 

 

სანიაღვრე არხის მოწყობა რკინა-ბეტონის ანაკრებით;

 


დავით და კონსტანტინეს სახელობის ტაძრის ეზოსათვის ჭიშკრის მოწყობა და კაპიტალური საპირფარეშოს აშენება.

 

 

 

 


ბარდუბანში გამართულ კრებას ესწრებოდნენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე, პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე, თერჯოლა-ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლები, სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი, მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები და თერჯოლის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები.

 


თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებისათვის განსაზღვრულია 345 000 ლარის გამოყოფა.

 


ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი