ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში - გომაროში, დიდ ზანავში, პატარა ზანავსა და წრეში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საერთო კრებები ჩატარდა
07-02-2019, 11:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საერთო კრებების ჩატარება გრძლედება.

 


ამჯერად კრებები სოფლებში - გომაროში, დიდ ზანავში, პატარა ზანავსა და წრეში გაიმართა. დასაფინანსებელი პროექტების შერჩევა სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით მოხდა.

 


ადიგენის მერიის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ცნობით, მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი პრიორიტეტული წინადადებიდან, კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით შერჩეულ იქნა პრიორიტეტული წინადადებები, რომელიც გულისხმობს:


• სოფელ გომაროში სასმელი წყლის სისტემის მოწყობას;


• სოფელ დიდ ზანავში ორი სასაფლაოს შემოღობვას;


• სოფელ პატარა ზანავში შიდა გზების მოხრეშვასა და სანიაღვრე არხების მოწყობას;


• სოფელ წრეს სარწყავი წყლის სისტემის მოწყობას.

 


სოფლების მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება, დასაფინანსებელი პროექტების კატეგორიები კი ასეთია:

 


• სასმელი წყლის სისტემები;


• სარწყავი სისტემები;


• სანიაღვრე არხები;


• ნაპირსამაგრი სამუშაოები;


• გზები;


• ხიდები;


• ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;


• გარე განათება;


• სკოლების მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობა;


• სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;


• ამბულატორიული შენობები;


• კულტურის ოებიექტები;


• სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;


• სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით;


• წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;


• სასაფლაოს შემოღობვა;

 

• თავშეყრის ადგილები, მოსაცდელები;


• მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა.

 

 

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ მიმდინარეობის და შესრულების საერთო კოორდინაციას და მონიტორინგს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს. საერთო კრებები აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით იმართება.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი