ბონდო სოფრომაძე: თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2019 წელს 14 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება
07-02-2019, 11:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2019 წლის განმავლობაში 14 მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. როგორც GUARDIAN.GE-ს თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ბონდო სოფრომაძემ განუცხადა, აღნიშნული პროექტების განხორციელება რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მოხდება.

 

 

ბონდო სოფრომაძის თქმით, 2019 წელს მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტულ მიმართულებად კვლავ საავტომობილო გზებისა და წყლის სისტემების მოწესრიგება რჩება.

 


„დაგეგმილ პროექტებს შორისაა სოფელ ზედა სიმონეთსა და სოფელ ბარდუბანში წყლის სისტემების მოწყობა; თერჯოლა-ახალთერჯოლა-ჩხარის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია; ჩხარი-ძევრის დამაკავშირებელი გზის მოწყობა; გოდოგანი-ნაგარევის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. ქალაქ თერჯოლის ცენტრის კეთილმოწყობა; ვარდიგორა-ჯგილათის გზის რეაბილიტაცია; სოფელ ძევრის ცენტრის კეთილმოწყობა; სოფელ ქვედა სიმონეთში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია; რუფოთი-ჩხარის დამაკავშირებელი საუბნო გზის რეაბილიტაცია; სოფელ ნახშირღელეში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია; თერჯოლაში გოფანდის ეკლესიასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია; ალისუბანი-სკანდის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია; სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის შენობა.

 

 

აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად ძირითადი თანხა რეგიონული განვითარების ფონდიდან დაიხარჯება, თუმცა, სამუშაოებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფინანსებიც იქნება. პროექტების საერთო ღირებულება 6 500 000 ლარს შეადგენს, თანადაფინანსება ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი, 320 954 ლარია. წელს, გამოყოფილი თანხების ოდენობა შეიცვლება მეტობით და ვფიქრობთ, რომ კიდევ რამდენიმე მილიონი დაგვემატება პროექტების განსახორციელებლად. 

 

 

4 ინფრასტრუქტურული პროექტი დაწყებულია 2018 წელს და დღეის მდგომარეობით, მე-2 ეტაპის სამუშაოების წარმოება მიმდინარეობს. 2 პროექტის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულია ელექტრონული ტენდერი, რომელიც დასრულდება მიმდინარე თვეში, ხოლო 1 პროექტის დაფინანსება მოხდება უახლოეს დღეებში, რომლის შემდეგაც გამოცხადდება ელექტრონული ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით. რაც შეეხება 7 ინფრასტრუქტურულ პროექტს, ამ ეტაპზე საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისა და ექსპერტიზის პროცედურები მიმდინარეობს", განაცხადა თერჯოლის მერმა.

 

 

ბონდო სოფრომაძის თქმით, მნიშვნელოვანი და ასევე უშუალოდ მუნიციპალიტეტის სოფლების მცხოვრებლების საჭიროებებზე მორგებული პროექტები განხორციელდება „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებშიც, რომლის აღდგენასაც თერჯოლის მერი მიესალმება და აცხადებს, რომ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი 345 000 ლარი გაორმაგდება.

 

 

„მოგეხსენებათ აღდგა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა". აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა სოფელში მოსახლეობის საჭიროებების მიხედვით, კონკრეტული პროექტები განხორციელდება. ამ ეტაპზე, სოფლებში მიმდინარეობს შეხვედრები, რომლებიც 20 თებერვლამდე დასრულდება. სპეციალური გეგმა-გრაფიკი გვაქვს, რომლის მიხედვითაც, ვხვდებით მოსახლეობას და მოხდება პრიორიტეტების გამოკვეთა. ადგილობრივები თავად გადაწყვეტენ, რისი გაკეთება სურთ თავიანთ სოფლებში. ამის შემდეგ გაკეთდება პროექტები და დაიწყება კონკრეტული სამუშაოები. ეს შეიძლება იყოს ხიდ-ბოგირების მოწყობა, ნაპირსამაგრი სამუშაოები, შიდა საუბნო გზის მოასფალტება და ა.შ. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 345 000 ლარია გამოყოფილი თერჯოლის მუნიციპალიტეტისთვის, თუმცა, ცნობილია, რომ მოხდება თანხის გაორმაგება. არსებობს ამასთან დაკავშირებით დადგენილება და ველოდებით მთავრობის განკარგულებას გაორმაგების შესახებ", უთხრა GUARDIAN.GE-ს თერჯოლის მერმა, ბონდო სოფრომაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი