ვანის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრა სალომინაოს და ფერეთას მოსახლეობასთან გაიმართა
07-02-2019, 16:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვანის მუნიციპალიტეტში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

 


დღეს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში შეხვედრები სალომინაოს და ფერეთას ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობასთან გაიმართა.

 

 

 


დღევანდელ შეხვედრებს ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი, მერის პირველი მოადგილე გონერი მეფარიშვილი, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლები და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები ესწრებოდნენ.

 


„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ძირითად მიზანია, ადგილობრივმა მოსახლეობამ თავად მოახდინოს სოფლისთვის საჭირო პროექტების ინიცირება და დაგეგმვა.

 

 

 

 

სოფელ სალომინაოსა და ბაგინეთში მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას შიდა გზების რეაბილიტაცია, სასმელი წყლის სისტემის მოწყობა და სანიაღვრე არხების გაწმენდა წარმოადგენს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 26 000 ლარია გამოყოფილი.

 


ფერეთას ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივებმა საბავშო ბაღის კეთილმოწყობას ერთხმად დაუჭირა მხარი.

 


მოსახლეობის მიერ ინიცირებული პროექტის განსახორციელებლად ფერეთას ადმინისტრაციულ ერთეულში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 16 000 ლარია გამოყოფლი.

 


„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები ვანის მუნიციპალიტეტის სოფლებში ყოველდღიურად მიმდინარეობს და 13 თებერვალს დასრულდება.

 


ინფორმაციას ვანის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი