დაღუპულია 17 წლამდე ასაკის 6 ფეხბურთელი და გუნდის 4 თანამშრომელი ბრაზილიის უმსხვილესი საფეხბურთო კლუბის „ფლამენგოს“ საერთო საცხოვრებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად
08-02-2019, 15:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბრაზილიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფეხბურთო კლუბის „ფლამენგოს“ ახალგაზრდული გუნდის სამწვრთნელო ცენტრის საერთო საცხოვრებელში, რიო-დე-ჟაინეროში, გამთენიისას (ადგილობრივი დროით, 05:10 საათზე) გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, იტყობინება BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით.

 


გავრცელებული ცნობით, ხანძარი მაშინ გაჩნდა, როდესაც ფეხბურთელებს ეძინათ.

 


ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მისი ჩაქრობა 07:30 საათზე შეძლეს. 

 

 

(ადამიანები  „ფლამენგოს“ ახალგაზრდული გუნდის სამწვრთნელო ცენტრის გარეთ ელოდებიან ინფორმაციას)

 


დაღუპულთა იდენტიფიცირება არ მომხდარა, მაგრამ, როგორც ცნობილია, საერთო საცხოვრებელს 14-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდები იყენებდნენ.

 

 

დაზუსტებული ცნობით, გარდაცვლილთაგან ექვსი, 17 წლამდე ასაკის ფეხბურთელია, ხოლო 4 კლუბის თანამშრომელი. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი