31-ე ბატალიონი GDRP-ის წინამოსამზადებელი ათეულის დონის შეფასებას გადის
08-02-2019, 19:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ათეულები საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) უშუალოდ ჩართვამდე წინამოსამზადებელ სწავლება-შეფასებას გადიან.

 

 

ამჟამად ნორიოში საბრძოლო დავალებებში 16 ქვეითი ათეულის შეფასების პროცესი მიმდინარეობს. სამხედრო მოსამსახურეებმა სწავლების დროს ათეულის ტაქტიკური გადაადგილების, ჩასაფრების, შეტევითი ამოცანების, კონტაქტზე რეაგირების, არაპირდაპირ ცეცხლზე რეაგირების, ბუნკერის აღებისა და სხვა საჭირო უნარ-ჩვევები განავითარეს.

 

 

წინამოსამზადებელ პერიოდში სამხედროებს ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ინსტრუქტორები აკვირდებიან და აფასებენ.

 

 

ქვედანაყოფმა თავდაცვის მზადყოფნის პროგრამისთვის (GDRP) წინამოსამზადებელი სწავლების ინდივიდუალური დონის მომზადება ბატალიონის დისლოკაციის ადგილზე გაიარა.

 

 

მოგვიანებით ოცეულისა და ასეულის დონეზეც მოემზადებიან, აპრილიდან კი 31-ე ქვეითი ბატალიონი თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) ოფიციალურად ჩაერთვება.

 

 

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივ პროექტს, რომლის მიზანია საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლება ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველსაყოფად. პროგრამა ასევე, უზრუნველყოფს მათი დაკომპლექტების, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი