ონის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
08-02-2019, 19:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ონის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება. ონის მერიის პრესსამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის 8 თებერვალს, შეხვედრები გაიმართა შემდეგ სოფლებში: ონჭევი, პიპილეთი, ჟაშქვა, სორგითი, სორი, გადამში, ჭვებარი.

 


სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში არჩილ ჯაფარიძე და ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელ სორის მოსახლეობას შეხვდნენ.

 

 

შეხვედრებს ესწრებოდნენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები და წარმომადგენლები.

 


სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტებში, 10-დან 12 ათას ლარამდე ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება და პრიორიტეტულ მიმართულებებს თავად სოფლის მოსახლეობა ირჩევს.

 


სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019 წლიდან განახლდა, რომლის ფარგლებშიც, ქვეყნის მასშტაბით 3700 სოფელში მცხოვრები ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, სოფლის კრებებსა და კონსულტაციებზე, თავად გადაწყვეტს თუ როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის გამოყოფილი 20 მილიონი ლარი.

 


პროგრამის ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები 2019 წლის 5 თებერვლიდან 11 თებერვლის ჩათვლით გაიმართება და ყველა სოფელს მოიცავს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი