საქართველოს პრეზიდენტი წყალტუბოს ესტუმრა
09-02-2019, 15:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი იმერეთის რეგიონს ეწვია. სალომე ზურაბიშვილმა წყალტუბოში ვიზიტი ქალაქის ცენტრალური ნაწილის დათვალიერებითა და ტურისტულ პოტენციალის გაცნობით დაიწყო. პრეზიდენტს დასმულ კითხვებზე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე, წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი და მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი პასუხობდნენ.

 


პრეზიდენტმა თანმხლებ პირებთან ერთად, მწვანე ხეივანი, გუდიაშვილის პანო, სანატორიუმები „მეშახტე’’, „მედია’’, სტალინის აგარაკი, „ცივი ტბა'' და „საწურბლიას’’ მღვიმე უკვე დაათვალიერა.

 


„ძალიან სასიხარულია ის ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტი იმყოფება იმერეთის რეგიონში.

 


ჩვენ მაქსიმალურად მივაწოდებთ პრეზიდენტს ინფორმაციებს ბალნეოლოგიური კურორტებისა და ზოგადად იმერეთის ტურისტული პოტენცილის, ასევე არსებული პრობლემების შესახებ. ქალბატონი სალომე აქტიურად არის დაინტერესებული იმერეთის რეგიონით ეს ცალსახად აისახა მისი პირველი ვიზიტიდან გამომდინარე. დღეს წყალტუბოში რამდენიმე სანატორიუმი ვნახეთ, რომელიც საჭიროებს განვითარებასა და ინვესტიციების მოზიდვას ვფიქრობ, პრეზიდენტის მხარდაჭერითა გაიზრდება წყალტუბოში ინვესტიციების მოზიდვის ტემპი და მომზადდება მისი განვითარების გეგმა", განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, შავლეგო ტაბატაძემ.

 


„მსგავსი ვიზიტები ძალიან მნიშვნელოვანია, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონი სალომე უშუალოდ არის დაიტერესებული იყოს მაქსიმალურად ჩართული ჩვენი ქალაქის ბალნეოპოტენციალის რეალიზებასა და კურორტის განვითარებაში. იგეგმება მნიშვნელოვანი ღონისძიებები წყალტუბოს ცნობადობის ამაღლებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ ერთობრივი მუშაობა გამოიღებს რეალურ შედეგს, ვფიქრობ აუცილებელია საინვესტიციო პოლიტიკის გაძლიერება და ამ კუთხით კონკრეტული ნაბიჯების დაგეგმვა, რაც მოგვიტანს კონკრეტულ ინვესტივციებს და ხელს შეუწყობს როგორც ტურისტული ინფრასტრუქტურის, ასევე ბალნეოლოგიური ცენტრების განვითარებას" აღნიშნა ცოტნე ზურაბიანმა.

 


დღესვე, საქართველოს პრეზიდენტი ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის ბენეფიციარებს მოინახულებს. დაათვალიერებს ოტია იოსელიანის შვილიშვილის ფერმერულ მეურნეობას, რომელიც თაფლისა და ქვევრის ღვინის წარმოების ტრადიციებს აგრძელებს. პრეზიდენტი ასევე ეწვევა კომპანიას „ჰერბია“, სადაც ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას, მწვანილსა და ბოსტნეულს აწარმოებენ.

 

 

ინფორმაციას წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი