ვარლამ ლიპარტელიანი პარიზის გრანდ სლემის გამარჯვებული გახდა.
ქართველმა ძიუდოისტმა 100 კგ წონითი კატეგორიის ნახევარფინალში მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი, კორეელი გუამ ჩო, ხოლო ფინალში 2017 წლის მსოფლიოს ჩემპიონი, იაპონელი აარონ ვოლფი დაამარცხა და პრესტიჟული ტურნირის გამარჯვებული გახდა. ლიპარტელიანმა პარიზის გრან სლემი კარიერაში მესამედ მოიგო.
საქართველოს ნაკრებმა ახალი მწვრთნელის, ნოდარ მეტრეველის ხელმძღვანელობით ჯამში 4 მედალი მოიპოვა და ვაჟთა შორის გუნდურ ჩათვლაში მესამე, ხოლო საერთო გუნდურ ჩათვლაში მეოთხე ადგილი დაიკავა. ტურნირის პირველ დღეს, ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ვერცხლის პრიზიორი გახდა, ხოლო თემურ ნოზაძე (60 კგ) და ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.