ტრამპის დაჟინებული მოწოდებების შემდეგ, სამხრეთ კორეა ქვეყანაში 28 500 ამერიკელი სამხედროს შესანარჩუნებლად წელიწადში 1.03 ტრილიონ აშშ დოლარს გაიღებს
11-02-2019, 14:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების და სამხრეთ კორეის ოფიციალურმა პირებმა კვირას ხელი მოაწერეს მოკლევადიან შეთანხმებას, რაც კორეის ნახევარკუნძულზე ამერიკული სამხედრო ძალების შესანარჩუნებლად სეულის მხრიდან უფრო მეტი ფინანსური წვლილის შეტანას გულისხმობს - მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მოუწოდა სამხრეთ კორეას, რომ მეტი გადაეხადა.

 


სამხრეთ კორეაში დაახლოებით 28,500 ამერიკელი სამხედროა განლაგებული და შეერთებულმა შტატებმა აღნიშნულ რეგიონში ჯარები 1950-53 კორეული ომის შემდეგ შეინარჩუნა.

 


ახალი შეთანხმების რატიფიცირება სამხრეთ კორეის პარლამენტმა უნდა მოახდინოს და გარიგების თანახმად, სეული 2018 წელს გაღებული 960 მილიარდი აშშ დოლარიდან თანხის მოცულობას 1.03 ტრილიონ დოლარამდე გაზრდის.

 


გასული შეთანხმებებისაგან განსხვავებით, რომელიც 5 წელი გრძელდებოდა, ამჟამინდელს მოქმედების ვადა 1 წელიწადში ამოეწურება.

 


„ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესი იყო, მაგრამ საბოლოოდ ძალიან წარმატებული პროცესი“, განაცხადა სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა კან კიონ-ვამ.

 


მოკავშირეებმა - შეერთებულმა შტატებმა და სამხრეთ კორეამ მარტის შემდეგ მოლაპარაკებების 10 რაუნდი გამართეს იმისათვის, რომ შეთანხმებისთვის მიეღწიათ იმ ფონზე, როდესაც ტრამპი დაჟინებით მოუწოდებდა სეულს მკვეთრად გაეზარდა თავისი ფინანსური წვლილი ამერიკული ჯარების შესანარჩუნებლად კორეის ნახევარკუნძულზე.

 


როგორც ახალი ამბების სააგენტო „როიტერსი“ იტყობინება, სამხრეთ კორეას წელიწადში 1 ტრილიონზე მეტის გადახდა არ უნდოდა, აშშ კი 1.4 ტრილიონს ითხოვდა. მხარეებს შორის უთანხმოებამ კი იმის პერსპექტივა წარმოშვა, რომ ტრამპს შესაძლოა სამხრეთ კორეიდან ჯარების გარკვეული ნაწილის გაყვანის გადაწყვეტილება მიეღო, როგორც ეს მან სხვა ქვეყნებში, მაგალითად, სირიაში გააკეთა. მაგრამ 1.3 ტრილონის გადახდაზე მიღწეული შეთანხმების შემდეგ, კვირას, სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა, რომ იგი ნახევარკუნძულზე თავისი ჯარების რაოდენობის შემცირებას არ გეგმავს.

 


კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იგი მეორედ შეხვდება ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს, 27-28 თებერვალს, ვიეტნამის დედაქალაქში მას შემდეგ, რაც 2018 წლის ივნისში მასთან სინგაპურში უპრეცედენტო შეხვედრა გამარათა.

 


აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ტრამპმა სამხრეთ კორეასთან ერთობლივი სამხედრო წვრთნები შეაჩერა - განაცხადა რა, რომ ის ძვირი ჯდებოდა და უმეტესად მის ხარჯებს შეერთებული შტატები ფარავდა.

 


მსხვილმასშტაბიანი სამხედრო წვრთნები მართალია შეჩერდა, მაგრამ მცირე მასშტაბის წვრთნები მაინც გაგრძელდა.

 


სამხრეთ კორეის ფინანსური წვლილის დაახლოებით 70 პროცენტი იმ 8 700 სამხრეთ კორეელი დასაქმებული პირების ხელფასებს ფარავს, რომლებიც აშშ-ის ჯარების ადმინისტრაციულ, ტექნიკურ და სხვა სამსახურებს უზრუნველყოფს. გასული წლის ბოლოს აშშ-ის სამხედრო ძალებმა გააფრთხილეს კორეელი დასაქმებულები, რომ აპრილის შუა პერიოდიდან შესაძლოა ისინი შვებულებაში გაეშვათ, თუკი შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდებოდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი